0 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულმა პოლიციელმა დანაშაულებრივი ქმედება სამსახურეობრივ მანქანაში ჩაიდინა

 გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, ზაზა ალავერდაშვილის საქმის პროკურორის, კონსტანტინე ცაცუას განცხადებით, ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედება სამსახურეობრივ მანქანაში ჩაიდინა. როგორც ცაცუა განმარტავს, საქმეში სასამართლო სამედიცინო ექპერტიზის დასკვნა არსებობს, რითაც დაზარალებულისთვის სხეულზე მიყენებული დაზიანებები დასტურდება.

 "საქმეში არსებობს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე ავტომანქანიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და ასევე, გარკვეული სახის მტკიცებულებებს ბრალდების მხარე ელოდება. ექსპერტიზით მსხვერპლის სხეულზე არსებული დაზიანებები დასტურდება, რაც მას როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბრალდებულის მხრიდან აქვს მიყენებული", -განაცხადა ცაცუამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები