მსოფლიო
ფოთში მკვლელობა მოხდა
2020-07-03 00:23:14
ფოთში, მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 45 წლის მამაკაცი, რომელსაც ჭრილობები მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.
დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში გარდაიცვალა.
"პაციენტი 112-ის ბრიგადამ საავადმყოფოში, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი, მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით შეიყვანა და მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული მოქმედებისა, პაციენტი გარდაიცვალა ”, - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.
კომენტარები