სოც. მედია
„დედამისს და მის და მინდა ვუთხრა, ჩემსავით შეგრცხვება, გულიანად რომ გაიცინებ…” - დინა მირცხულავას მიმართვა შაქარაშვილის დედასა და დას
2020-06-23 23:33:06
მწერალი დინა მირცხულავა, რომელსაც ძმა გარდაცვლილი ჰყავს, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში უმძიმეს პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს:
„დედად არ ვეკუთვნი, მაგრამ ასე მინდა ვუთხრა :
შვილო !
დედამისს მინდა ვუთხრა, გაუსაძლისია დედაჩემისნაირობა, არ არის კარგი, სულ ტკივილია...
მის დას მინდა ვუთხრა.
როგორ ვიცოცხლოო ?! - იკითხა.
იცოცხლებ, მაგრამ ვაი, იმ სიცოცხლეს.
ჩემსავით შეგრცხვება, გულიანად რომ გაიცინებ რამეზე.
კი, კი, მერწმუნე, გაიცინებ, მაგრამ სინდისის ხმა, ყოველთვის შეგახსენებს, რომ შენ დარჩი, ცოცხლობ და ის ვერა...
შვილო",- წერს მწერალი.
კომენტარები