მსოფლიო
“შარშან, ძალიან მახველებდა, ისე, რომ ვიხრჩობოდი, დიდხანს ვითმენდი…გაუსაძლისი რომ გახდა ეს ყველაფერი, ნინიმ მოტყუებით წამიყვანა ექიმთან” – ხათუნა ჟორდანია
2020-06-19 10:27:20
ხათუნა ჟორდანიამ მისი ავადმყოფობის შესახებ გადაცემა “პროფილში” ისაუბრა. მან თქვა რომ ახველებდა, მააგარამ ითმენდა რადგან ექიმებთან სიარული არ უყვარს.
“შარშან, ძალიან მახველებდა, ისე, რომ ვიხრჩობოდი… დიდხანს ვითმენდი, რადგან არ მიყვარს ექიმებში სიარული. გაუსაძლისი რომ გახდა ეს ყველაფერი, ნინიმ მოტყუებით წამიყვანა ექიმთან. გადამიღეს ფილტვებზე და მითხრეს, რომ რაღაც არ მოსწონდათ.. ბიოფსიის გაგონებაზე მივხვდი, რომ კარგი არაფერი მჭირს.
ჩემი ავადმყოფობით ახალი ეტაპი დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში და ზურასგან მოზღვავებულ სიყვარულს ვგძრნობ. არ ვიცი ვეცოდები, თუ… თუმცა ეს ყველაფერი ძალიან გულწრფელია” – აღნიშნა ხათუნა ჟორდანიამ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მკურნალობის პირველი კურსი დაასრულა და შედეგი კარგი აქვს.
კომენტარები