მსოფლიო
გვყავს ინფიცირებულები, რომლებსაც სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, თუმცა არ შეგვიძლია - ფაშინიანი
2020-06-04 14:21:54
სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით ქვეყანაში ახალი კორონავირუსული ინფექციით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დამყარდა. ბოლო მონაცემებით Covid 19-ით ინფიცირების 697 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
„ეპიდემიური სიტუაცია გაუარესდა ქვეყანაში. არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, თუმცა მათი ჰოსპიტალიზაცია არ შეგვიძლია“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ყველა უნდა მოიქცეს ისე, როგორც პოტენციური ინფიცირებული, რადგან ქვეყანაში დაახლოებით 20 000 ინფიცირებული ადამიანია, რომლებმაც არ იციან, რომ ინფიცირებულნი არიან.
4 ივნისის 11 საათის მონაცემებით სომხეთში Covid 19-ით ინფიცირების 11 221 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3 468 განიკურნა, ხოლო 176 გარდაიცავალა.
კომენტარები