0 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქალაქის მერი კუბოში ჩაწვა და თავი მკვდრად გაასაღა

 პერუს ერთ-ერთ პროვინციაში, ქალაქის მერი კუბოში ჩაწვა და თავი მკვდრად გაასაღა, რათა პოლიციას კარანტინის დარღვევისთვის არ დაეკავებინა. 

 გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი 18 მაისს მოხდა. ტანტარას მერი ხაიმე როლანდო ურბინა ტორესი მეგობრებთან ერთად სვამდა, როცა ადგილზე შემოწმების ჩატარების მიზნით ეროვნული პოლიციის აგენტები გამოჩნდნენ. მერმა სასჯელის თავის ასაცილებლად კუბოში ჩაწოლა გადაწყვიტა, პოლიციელებს მკვდარი რომ ჰქონოდათ. ტორესის მაგალითს მისი მეგობრებიც მიყვნენ.

 თუმცა სამართალდამცველების მოტყუება მეგობრებს არ გამოუვიდათ. ტორესი და მისი მეგობრები დააკავეს. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ ტორესი კორონავირუსის საფრთხეს სერიოზულად არ აღიქვამს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები