მსოფლიო
ინგლისში ნუდისტმა წყვილმა, ქორწილში 40 შიშველი სტუმარი დაპატიჟა
2020-05-19 00:43:12
ინგლისში, ქალაქ პულში მცხოვრებმა ნუდისტების წყვილმა ქორწილში 40 სტუმარი დაპატიჟა. წყვილსა და მათ სტუმრებს საზეიმო მიღებაზე ტანსაცმელი არ ეცვათ.
59 წლის ნაიჯელ სეიმური და 30 წლის რეიჩელი ბრიტანეთის ნუდისტების კლუბის წევრები არიან. მათ ერთმანეთი 2017 წელს გაიცნო. ნაიჯელმა რჩეულს ხელი ნუდისტების კლუბის შეკრებაზე 400 შიშველი უცნობის წინაშე სთხოვა.
პატარძლის განცხადებით, მას ქორწილში კაბის ყიდვა არ დასჭირდა, რაშიც 1000 ფუნტი დაზოგა. ქორწილის შემდეგ წყვილი თაფლობის თვეს საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ყველაზე დიდ ნუდისტურ სანაპიროზე გაატარებს.
კომენტარები