მთავარი თემა
3-ზე მეტი პირის ერთად შეკრების შეზღუდვა 18 მაისიდან იხსნება
2020-05-14 11:16:21
18 მაისიდან, ორშაბათიდან, საქართველოში მოიხსნება COVID-19-ის კრიზისის თანმდევი შეზღუდვა, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ 3 ადამიანის შეკრებაა დასაშვები. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ შეზღუდვა იხსნება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებთან მიმართებით.
“ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანი გადაადგილებისა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით”, – აღნიშნა პრემიერმა.
კომენტარები