მსოფლიო
ბელარუსში ასზე მეტი ოპოზიციონერი ბლოგერი და ჟურნალისტი დააკავეს 9 მაისის სამხედრო აღლუმის ჩატარების გამო ხელისუფლების გაკრიტიკებისთვის
2020-05-13 00:29:25
ბელარუსში გამარჯვების დღემდე და მის შემდეგ ასზე მეტი ოპოზიციონერი ბლოგერი და ჟურნალისტი დააკავეს პანდემიის პირობებში ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის ჩატარების გამო ხელისუფლების კრიტიკისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ВВС-ის უკრაინულენოვანი სამსახური ავრცელებს.
დაკავებულები მონაწილეობას იღებდნენ ონლაინ-სთრიმებში, რომელშიც კორონავირუსთან დაკავშირებით რეგიონებში არსებულ ვითარებაზე საუბრობდნენ.
უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვესნას“ ინფორმაციით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ასზე მეტი ადამიანი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია ბელარუსის ჟურნალისტთა და ადგილობრივი პრესის ასოციაციაში დაადასტურეს.
9 მაისს, კორონავირუსის ეპიდემიის მიუხედავად ბელარუსში ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ჩატარდა. პრეზიდენტი ლუკაშენკო კორონავირუსით გამოწვეულ პანიკას „ფსიქოზს“ უწოდებს და ქვეყანაში საგანგებო ზომების შემოღებას არ აპირებს.
კომენტარები