მსოფლიო
„აქტივისტებმა საბურავებს წაუკიდეს ცეცხლი, რის გამოც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მცირე შეტაკება მოხდა"
2020-05-12 19:42:22
კიევში, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საბურავებს წაუკიდეს ცეცხლი, რის გამოც მათსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინულ მედიას პოლიციაში დაუდასტურდა.
„აქტივისტებმა საბურავებს წაუკიდეს ცეცხლი, რის გამოც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მცირე შეტაკება მოხდა. არავინ დაშავებულა. პოლიციას არავინ დაუკავებია. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრეებიც“, - განაცხადა პოლიციის პრესმდივანმა ოქსანა ტიშჩენკომ.
კომენტარები