მსოფლიო
ილონ მასკი ახალ პროექტზე მუშაობს - ტვინში დამონტაჟებული ჩიპის შემდეგ ენების ცოდნა საჭირო არ იქნება
2020-05-11 13:09:53
Teslas da SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი ამბობს, რომ ის მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც დაახლოებით 5 წელიწადში ენების გამოუსადეგარს გახდის.
როგორც Independent-ი იუწყება, შემდეგ წელს კომპანია შეძლებს, რომ ტექნოლოგია სახელად Neuralink ადამიანის ტვინთან დაკავშირებას.
მასკის თქმით, ახალი ტექნოლოგიის საშუალებით მომავალში ლაპარაკი საჭირო საერთოდ აღარ იქნება.
"ჩიპს წვდომა ექნება ტვინის ნებისმიერ წერტილთან და შესაძლებელი იქნება, რომ მისი საშუალებით მხედველობაც კი გაუმჯობესდეს. ასევე ის გაასწორებს ყველა ხარვეზს, რაც ტვინს აქვს“, - განაცხადა მასკმა.
კომენტარები