სოც. მედია
“გამოვიდეს ლევან ვასაძე და აგვიხსნას თუ რა თანხებს ურიცხავს ტრანსგენდერებს დასახმარებლად” - ქართული მარშის ლიდერი
2020-05-04 16:59:12
ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
” მე ნუ მწერთ. არ ვარ ვასაძის ქმედებებზე პასუხისმგებელი. ამიტომ გამოვიდეს ლევან ვასაძე და აგვიხსნას თუ რა თანხებს ურიცხავს ტრანსგენდერებს დასახმარებლად !!! უამრავი აღშფოთებული წერილი მომდის და ყველას მინდა გიპასუხოთ – ლევან ვასაძე არის ლევან ვასაძე,სანდრო ბრეგაძე არის სანდრო ბრეგაძე, ამიტომ მე მის ლგბტ-თვის გადარიცხულ ფულზე პასუხს ვერ ვაგებ. მეც თქვენსავით დღეს გავიგე ეს ინფორმაცია. ამიტომ თქვენსავით მეც ველოდები განმარტებას !!! ბოლოს ერთს გეტყვით-ამიტომ არ მჯერა ამ ყალბი ერთიანობის !!!
კომენტარები