მსოფლიო
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯო ბაიდენის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
2020-04-14 21:31:19
ბარაკ ობამას თქმით, ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა მისი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.
„„ლიდერის თვისებები, რომლის საფუძველში ცოდნა, გამოცდილება, პატიოსნება და თავმდაბლობა დევს, თეთრ სახლშია საჭირო. ამიტომაც, ვამაყობ იმით, რომ ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე მხარს ვუჭერ....მას აქვს გამოცდილება და ყველა ის თვისება, რომ ჩვენს ქვეყანას ბგაუძღვეს ამ ჟამს. მის ირგვლივ კარგი ხალხი შეიკრიბება, რომლებიც ამერიკელი ხალხის ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ“, - აღნიშნა ბარაკ ობამამ.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.
კომენტარები