მსოფლიო
ქვეყანაში მკაცრი კარანტინის რეჟიმი თვის ბოლოს შემსუბუქდება - იტალიის პრემიერი
2020-04-09 11:41:12
იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყენაში მოქმედი კარანტინის მკაცრი რეჟიმი თვის ბოლოს შემსუბუქდება, – ამის შესახებ განცხადება ჯუზეპე კონტემ „ბიბისისთნ“ ინტერვიუში გააკეთა.
მისი განმარტებით, მეცნიერებმა თუ დაადასტურეს, შესაძლოა, ზოგიერთი შეზღუდვა თვის ბოლოს შემსუბუქდეს.
თუმცა, იტალიის პრემიერის თქმით, ეს ნაბიჯ-ნაბიჯ და მაქსიმალურად ფრთხილად მოხდება.
იტალიაში კოვიდ-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო დღეებში იკლებს.
ბოლო 24 საათში ახალი შემთხვევების რიცხვმა მხოლოდ 1 პრცოცენტით მოიმატა, როდესაც გასულ კვირას ეს მაჩვენებელი 7 პროცენტი იყო.
კომენტარები