2 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ამირან გამყრელიძე: "პირდაპირ გეტყვით, რომ ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.

“ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ჩემს კოლეგებს, ექიმებს, სამედიცინო პერსონალს, ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებს, ვინც დაუღალავათ, 2 თვეა 24 საათის განმავლობაში შრომობენ, რომ სიტუაცია იყოს ქვეყანაში კონტროლირებადი და პირდაპირ გეტყვით, რომ ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია

ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანთა მონიტორინგი. გადაწყვეტილებაა მიღებული მთავრობის მიერ, რომ გარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებისა, აქ სერიოზულად იქნება მხარდაჭერა შინაგან საქმეთა სმაინისტროს საპატრულო პოლიციისა, რათა კარგად მოხდეს მონიტორინგი თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების, ისევე, როგორც კარანტინში მყოფი ადამიანების. ჩვენ რამდენიმეჯერ მოვუწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფებიან, რომ გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაარღვიონ ეს კარანტინი თუ თვითიზოლაცია, რადგან ეს დაკავშირებულია მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან, მათ ირგვლივ მყოფი ადამიანებისა და საზოგადოების უსაფრთხოებასთან. ამ ტიპის ღონისძიებების გატარება ეპიდემიების დროს არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები