მთავარი თემა
მარნეულში, ზესტაფონში, ზუგდიდში, ჭიათურასა და ხულოში მერებს ირჩევენ
2019-05-19 10:49:08
მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში ამომრჩევლებს მერების არჩევა კიდევ ერთხელ მოუწევთ.
მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 99,717 51 ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 15 კანდიდატს შორის მოუწევს: „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – ელენე გაბინაშვილი; „ევროპული საქართველო ‐ მოძრაობა თავისუფლებისთვის” – აკმამედ იმამკულიევი; „ქრისტიან‐დემოკრატიულიმოძრაობა” – ბექა სვანიძე; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” – აგილმუსტაფაევი; „თავისუფალი საქართველო” – ნინო ჯურხაძე; „საქართველო” – ლეილა ხარაიშვილი; „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – ირენა სტურუა; „ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” – ლისა სიხარულიძე; „პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – ნინიკო ჩხეტია; „თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – მალხაზ გორგასლიძე; „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – ელისო ქართველიშვილი; „ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” – ჯანო ჟვანია; „ქრისტიან‐კონსერვატორები” – ილია პატარაია; „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – ზაურ დარგალი; საინიციატივო ჯგუფი – ალი ბადიროვი.
ზესტაფონში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 54,943 56 შეადგენს, 16 კანდიდატია რეგისტრირებული – „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – დავითი თხელიძე; „ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” – კახაბერ კიკნაველიძე; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” – ბაქარ ხიჯაკაძე; „დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – ანზორ ნებიერიძე; „თავისუფალი საქართველო” – გიორგი წულაია; „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – ზვიად ბოლოკაძე; „ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” – გელა სულაქველიძე; „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის” – ინგა კელენჯერიძე; „პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – კახაბერი მაჩიტიძე; „თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – მანუჩარ სართანია; „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – ნინა გოცაძე; „ეროვნულ‐დემოკრატიულიპარტია (ედპ)” – პაატა ბაკურაძე; „ქრისტიან‐კონსერვატორები” – რევაზ სხულუხია; „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – გიორგი გოგლიჩიძე; საინიციატივო ჯგუფი – ვახტანგი რობაქიძე; საინიციატივო ჯგუფი – კახაბერ ზარნაძე.
ხუთ საარჩევნო ოლქს შორის, სადაც მერების რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს, ყველაზე დიდი ოლქია ზუგდიდი, სადაც 120,837 ამომრჩეველია, კანდიდატი კი – 16, კერძოდ: „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – მამუკა გერმანიშვილი; „ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” – გოგიტა ბიგვავა; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” – სანდრა ელისაბედ რულოვსი; „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – შავლეგი თოდუა; „თავისუფალი საქართველო” – სოფიო კანდელაკი; „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – ლიკა ბუკია; „ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” – დათა გაბეჩავა; „პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – ალექსი ნონიაძე; „თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – პაატა პირტახია; „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – მალხაზ ლეჟავა; „ეროვნულ‐დემოკრატიულიპარტია (ედპ)” – გიორგი ჩიაშვილი; „ქრისტიან‐კონსერვატორები” – ნანი ხუციძე; „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – გიორგი შენგელია; საინიციატივო ჯგუფი – დომენტი სიჭინავა; საინიციატივო ჯგუფი – თენგიზ ჯგუშია; საინიციატივო ჯგუფი – დავით თორდია.
ჭიათურაში 42,896 67 ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 13 კანდიდატს შორის მოუწევს: „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – ირაკლი დემეტრაძე; „ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” – თეიმურაზ სამხარაძე; „თავისუფალი საქართველო” – ტატო ურუშაძე; „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – გიორგი ხაჭაპურიძე; „ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” – მზია სამხარაძე; „პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – ანდრო მაღლაკელიძე; „თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – ზიტა ადამია; „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – ირინა ცერცვაძე; „ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია” – ალექსანდრე კეზევაძე; „ქრისტიან‐კონსერვატორები” – მანანა გოგიჩაძე; „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – გივი მოდებაძე; საინიციატივო ჯგუფი – ზურაბ კუპატაძე; საინიციატივო ჯგუფი – დავით ჭუმბურიძე.
ყველაზე მცირერიცხოვანი ოლქია ხულო 24,123 ამომრჩევლით, სადაც მერობის კანდიდატთა რაოდენობაა 14: „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – ვახტანგ ბერიძე; „ქრისტიან‐დემოკრატიულიმოძრაობა” – იოსებ თავართქილაძე; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” – ირაკლი ჯორბენაძე; „თავისუფალი საქართველო” – საბა ბობოხია; „საქართველო” – ზურაბი ჯორბენაძე; „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – ზურაბ ცინცაძე; „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის” – ზურაბ ხიმშიაშვილი; „პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – მამუკა ქობულაძე; „თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – გია გაბეშია; „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – ირაკლი ტუნაძე; „ეროვნულ‐დემოკრატიულიპარტია (ედპ)” – ნუგზარ ფუტკარაძე; „ქრისტიან‐კონსერვატორები” – ზაურ კომახიძე; „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – ვახტანგ ბერიძე; საინიციატივო ჯგუფი – როლანდ აბულაძე.
არჩევნებში გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმათა 50%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ტური გაიმართება.
ამასთან, მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში.
კომენტარები