მთავარი თემა
სასამართლო სისტემაში უვადოდ კიდევ 8 მოსამართლე განმწესდა
2019-02-14 14:46:56
სასამართლო სისტემაში უვადოდ კიდევ 8 მოსამართლე განმწესდა. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
კენჭისყრა გაიარეს იმ მოსამართლეებმა, რომლებიც სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იმყოფებოდნენ თანამდებობაზე.
უვადოდ გამწესდნენ, შემდეგი მოსამართლეები: ნატრული აკობია - ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განმწესდა 12-ხმით, 2 ის წინააღმდეგ.
ეკა არეშიძე - 14 ხმით უვადოდ განმწესდა თბილისის საქალაქოს სასამართლოში;
გია ბერაია - უვადოდ განმწესდა ახალციხის რაიონულ სასამართლოში, 12 ხმით 2-ის წინააღმდეგ;
13 ხმა ერთის წინააღმდეგ მიიღო, მოსამართლემ ლერი თედორაძემ და ის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განმწესდა;
უვადოდ განმწესდა ასევე მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი, რომელმაც 12 ხმა 2- ის წინააღმდეგ მიიღო. ის ბათუმის საქალაქო სამოქალაქოში განმწესდა;
სალიხ შაინიძემ მიიღო -12 ხმა 2-ის წინააღმდეგ.ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში განმწესდა;
ნატო ხუჯაძემ მიიღო 12-ხმა 2-ის წინააღმდეგ. ის უვადოდ განმწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოში;
მერაბ ჯორბენაძემ მიიღო 13- ხმა 1-ის წინააღმდეგ და ის თბილისის საქალაქო სასმართლოში განმწესდა.
კომენტარები