მთავარი თემა
მურუსიძე უვადო მოსამართლედ დანიშნეს
2018-12-28 10:50:08
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშნა. გადაწყვეტილებას საბჭომ ახლახანს უყარა კენჭი. საბჭომ მისი კეთილსინდისიერების კრიტერიუმი 95%-ით შეაფასა.
მურუსიძის კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ერთი წევრის ხმა გაბათილდა, ხოლო ორი წინააღმდეგი იყო.
მურუსიძესთან გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გაიმართა.
დღესვე, უვადო მოსამართლეებად განწესდნენ: პაატა ნოზაძე, ვალერიანე ფილიშვილი, პაატა ფხალაძე და ნანა ჯოხაძე.
კომენტარები