მსოფლიო
რა იწვევს ჰემოგლობინის დაქვეითებას?
2018-10-29 16:11:54
ჰემოგლობინის საერთო რაოდენობის განსაზღვრა სხვა მონაცემებთან ერთად მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ანემიებისა და სხვა დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად.
მისი ნორმული მაჩვენებელი მამაკაცებს შედარებით მეტი აქვთ ვიდრე ქალებს. მამაკაცებისათვის ნორმა 130-160 გ/ლ-ია, ქალებისათვის კი 120-140 გ/ლ.
ჰემოგლობინის საერთო რაოდენობის მომატება აღინიშნება დეჰიდრატაციის, დამწვრობის, ხშირი ღებინების, გულის უკმარისობის დროს. ასევე, თვითმფრინავში ან მაღალ მთაში ყოფნისას. (ჰემოგლობინის მაღალი მაჩვენებელი აქვთ მფრინავებს, ალპინისტებს და მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებლებს).
ჰემოგლობინის დონის შემცირება აღინიშნება სხვადასხვა სახის ანემიების, მწვავე და ქრონიკული სისხლდენების, ზოგიერთი მედიკამენტის მიღების დროს. ასევე, ჰემოგლობინის ინდექსი მცირდება ორსულობის დროს.ეს პროცესი ხდება მაშინ,როდესაც ორგანიზმში მიმდინარეობს სერიოზული ცვლილებები. 90% შემთხვევაში ეს მიანიშნებს იმაზე,რომ რკინის დეფიციტი გვაქვს და შესაძლოა რაიმე სერიოზული დაავადება.ზრდასრულ ადამიანებში მისი ნორმა სქესით განისაზღვრება.
მდედრებში ჰემოგლობინის ნორმაა 120-140 გ/ლ, ხოლო მამრებში 130-160 გ/ლ.
ჰემოგლობინის ნაკლებობას იწვევს
1.სისხლის დაკარგვა
2.არასწორი კვება
3.B12 ნაკლებობა იმისთვის,რომ ჰემოგლობინის ნორმა გავაუმჯობესოთუნდა მივიღოთ B12 და B9.
კვების რაციონში უნდა აუცილებლად იყოს : ღვიძლი, წითელი ხორცი, ისპანახი, ნუში, ბურღულეული, თევზის პროდუქტები.ხოლო ხილიდან,ვაშლი,ბროწეული,გარგარი,ატამი და ა.შ ასევე მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის კონტროლი,კერძოდ, უარი უნდა თქვათ მავნე ჩვევებზე ,დაკავდით ფიზკულტურით და თავი აარიდეთ სტრესს.
კომენტარები