მსოფლიო
ქოლგების მოტრფიალე დედოფალი..
2018-09-27 15:12:40
ის, რომ ბრიტანეთის დედოფალს , ელიზაბეტ მეორე ქოლგები ძალიან უყვარს, ალბათ ყველა შენიშნავდა, თუმცა რომც არ უყვარდეს, სხვა გზა არც აქვს, ის ხომ ბრიტანეთის დედოფალია, სადაც მუდამ წვიმა და ნისლია.
უცხოური ტაბლოიდები ხშირად აღნიშნავენ, რომ ელიზაბეტი მუდამ სამოსის შესაფერისი ქოლგით დადის და როგორც გაირკვა, აქსესუარს დედოფლისთვის კომპანია Fulton ამზადებს.
თუ დააკვირდებით , დედოფალი ქოლგებს კაბის და ქუდის ფერთან ახამებს.
ნახეთ, როგორია საეფო მოდა..
კომენტარები