0 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

2 თვიანი მსჯელობის შემდეგ მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა ზურაბიშვილს გამოუცხადა

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერას დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უცხადებს. ამის შესახებ ცნობილი მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია და საზოგადოებას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ მმართველი გუნდი აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სრულად იზიარებს. ზურაბიშვილმა საქართველო რუსეთთან ომის დაწყებაში დაადანაშაულა.

მამრთველ გუნდში საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას ყველა არ იზიარებდა. “ქართული ოცნება” 2 თვე მსჯელობდა აეღოთ თუ არა ოფიციალური პასუხისმგებლობა სალომე ზურაბიშვილზე, კანდიდატზე, რომლის განცხადებები ჯერ კიდევ 2009 წელს ჰააგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მთავარი არგუმენტი იყო.

საქართველოს პოლიტიკური ისტორია ისე განვითარდა, რომ ზურაბიშვილი 2008 წლის ომის 10 წლის თავზე საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატია, მას ხელისუფლების მხარდაჭერა აქვს და მის პიარკამპანიაზე მუშაობს იგივე ჯგუფი, რომელიც “ქართული ოცნების” იმიჯზე ზრუნავს.

ქართველმა ანალიტიკოსებმა რუსეთის წისქვილზე მოთამაშე პოლიტიკოსი, სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო  “სასარგებლო იდიოტს“ შეადარეს.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ რუსეთ საქართველოს შორის აგვისტოს ომის განხილვის პროცესის წინ ეს შესაძლოა ქვეყანას ძვირი დაუჯდეს. ზურაბიშვილის განცხადებები მითუმეტეს, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის მხრიდან საქართველოს შანსებს რუსეთის წინააღმდეგ ამცირებს.

საკუთარი ხელით 73 ათასი მხარდამჭერის სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სალომე ზურაბიშვილმა 46-კანდიატიდან ერთ-ერთმა ბოლომ მიიტანა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები