მსოფლიო
არსებული ინფორმაციით, პროკურატურამ მარნეულის მერი დააკავა
2018-06-13 10:32:16
გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დაკავებულია.
აბაზოვი გვიან ღამით პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც, პირველი არხის წყაროს ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
მთავარ პროკურატურაში საკითხზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.
აბაზოვი ამ დრომდე არც სამსახურში არ გამოცენილა , კახა ლობჟანიძე აცხადებს, რომ შესაძლოა, მერი რაიმე საქმეზე იყოს ჩასული რომელიმე სოფელში, თუმცა მერის რაიმე დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
აბაზოვის დაკავება სავარაუდოდ მარნეულში მომხდარ ფაქტს უკავშირდება. მარნეულში მოქალაქე ე.ა-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
კომენტარები