ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვი...
ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლის შემდეგ, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე წყვეტს თანამშრომლობას მარჯანიშვილის თეატრთან, ამის შესახებ იგი წერს თავის ფე...
|
ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი მსოფლიო ტურნეს “The Afterlove-ის” ფარგლებში თბილისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ესტუმრება. კონცერტზე, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის (ლოკომოტივის) სტადიონზე გაიმართება მომღერალი ფანებს საყვარელი ჰიტების You’re Beautiful” და “Goodbye My Lover” შესრულებას ჰპირდება. ცნობილია, რომ ფესტივალზე ასევე მოწვეულია ჯგუფი - The Parlotones - როკ ბენდი იოჰანესბურგიდან (სამხრეთ აფრიკა), რომელიც სიყვარულსა და ცხოვრებისეულ მოტივებზე შექმნილ სიმღერებს შეასრულებს. ღონისძიებას მასპინძლობას კი, ენერგიული და ძლიერი როკ ჯგუფები Young Georgian Lolitaz და Loudspeakers გაუწევენ.
„ჩვენ,ჯეიმს ბლანტს,როგორც შემსრულებელს ძალიან კარგად ვიცნობთ. ის ძალიან პოპულარულია სამხრეთ აფრიკაში. ჩვენ არასდროს არ მიგვიღია კონცერტში მასთან ერთად მონაწილეობა და შესაბამისად, წარმატებული დღეს გველის 26 მაისს. ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს, გარდა ამისა, სასიხარულოა, რომ მას პირადად შევხდებით და გავიცნობთ. ჩვენ დავუკრავთ ჩვენს სიმღერებს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მოსული მსმენელი იცეკვებს და იმღერებს ძალიამ ბევრს! მათაგნ მივიღებთ ემოციებს და ჩვენს არ დავიშურებთ მათთვის! ჩვენ 2 საათიც შეგვიძლია რომ დავუკრავთ,მაგრამ შევასრულებთ 15-20 სიმღერას, თუ დრო დრო მოგვცემს ამის შესაძლებლობას. ჩვენ აუცილებლად დავუკრავთ ჩვენს ჰიტებს მათ შორისაა : push me to the floor, I’ll be there, stars fall down, colourful, overexposed, and giant mistake. ჩვენ კონცერტში მონაწილეობა მიგვიღია : Snow Patrol, Coldplay, Blue October, Starsailor და Ash - თან ერთად. ასევე გამოვსულვართ სხვადასხვა ფესტივალებზე, როგორიცაა Skrillex, Kings of Leon, Metallica, Good Charlotte და კიდევ სხვა ბევრ შემსრულებთან ერთად. შესანიშნავია,რომ ვიქნებით ასეთი მნიშვნელოვანი დღის ერთ-ერთი პატარა ნაწილი. საკამოდ ემოციურია! გვაქვს უდიდესი მოლოდინი. ერთად ვიზეიმოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი“, - აღნიშნავს ჯგუფი The Parlotones-ის შექმნის ისტორიაზე, შთაბეჭდილებებსა და მოსალოდნე ფესტივალზე გვესაურება ჯგუფის ვოკალისტი ქან მორბი.„26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და ჩვენი რეპერტუარის შესრულება ძალიან დიდი პატივია. უპირველესად, მინდა აღვნიშნო ისიც, რომ კონცერტზე მოვა ბევრი ისეთი მსმენელი,რომელმაც მანამდე შეიძლება საერთოდ არ იცოდა ჩვენი ჯგუფის შესახებ, თუ ვინ ვიყავით და რა ჟანრის მუსიკას ვქმნიდით. ჩვენ გვაქვს 26 მაისს იმის შესაძლებლობა,რომ მსმენელს ჩვენი თავი წარვუდგინოთ და მაქსიმალურად ვასიამოვნოთ. აქედან გამომდინარე, ყოველთვის წარმატების საწინდარია მსგავსი სახის კონცერტებში მონაწილეობის მიღება. მით უფრო, ძალიან მნიშვნელოვანია,როდესაც მსოფლიო დონის მუსიკოსთან ერთად გვაქვს კონცერტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა,“ - გვითხრა ჯგუფი „The Young Georgian Lolitaz“ ვოკალისტმა და გიტარისტმა ნიკა კოჩაროვმა.„ვფიქრობ, რომ საქართველოს ისტორიაში 26 მაისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია.სასიამოვნოა ისიც, რომ შესაძლებლობა გვეძლევა მსოფლიო დონის მუსიკოსთან - ჯეიმს ბლანთან ერთად, კონცერტში მივიღოთ მონაწილეობა. გვინდა რაც შეიძლება მეტი ახალი სიმღერა შევასრულოთ, დარწმუნებული ვარ ჩვენი მსმენელი ჩვენგან მუდმივ სიახლეს ელის, შესაბამისად, დღეს ახალ სიმღერებზეც ვმუშაობთ.ზოგადად მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგი ტრადიცია დაინერგება - 26 მაისს მსოფლიო დონის ვარსკვლავების სტუმრობა ქვეყანაში. ჩვენი მთავარი მიზანი მაინც ის არის, რომ ჯგუფი მსმენელის წინაშე მაქსიმალურად მომზადებული წარსდგეს - ახალი რეპერტური, ბევრი ახალი მელოდია, რომელიც ტრადიციულად ჰიტად იქცევა. ამასთან, ჩვენთვის ეს უდიდესი გამოცდილებაა, რადგამ ჯეიმს ბლანტთან ერთად ჩვენი რეპერტუარის შესრულების შესაძლებლობა მოგვეცა,“ - ამბობს LOUDspeakers - ის სოლისტი ლევან ლაუდაძე.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი ჯეიმს ბლანტი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ესტუმრება და 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმღერებს. ის პირველი საერთაშორისო ვარსკვლავია, რომელიც კომპანია Black Pearl Live-ის მოწვევით ჩამოდის. ფანებს შესაძლებლობა ექნებათ ცოცხლად მოუსმინონ ყველა მათ საყვარელ ჰიტს “You’re Beautiful”, “Goodbye my lover” და “Love Me Better“-ის ჩათვლით. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.
საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც მსოფლიოს წამყვან შემსრულებლებთან თანამშრომლობს. კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვს. Black Pearl Live მიზანია განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.
ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლის შემდეგ, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე წყვეტს თანამშრომლობას მარჯანიშვილის თეატრთან, ამის შესახებ იგი წერს თავის ფე...
ხატვა გრძნობების, აღქმულისა და აღსაქმელის, გარესამყაროს საკუთარი ფანტაზიით გადმოცემის საშუალებაა, ნიჭია, რომელიც ყველას არ აქვს. მხატვარ დავით მურაჩაშვილის შემოქმედების ხილვისას ერთი აზრი გებადება...
პიანისტი, გიორგი გიგაშვილი, რომელიც რუბინშტეინის კონკურსის ფინალში გავიდა, სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ჟიურის საბოლოო შედეგებს უზიარებს და წერს, რომ მეორე ადგილზე გავიდა. გიორგი გიგაშვილი ...
თამარ მაყაშვილის სკადანლი - ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობი რეპერტუარიდან მოხსნა. ამის შესახებ თეატრის განცხადებაშია ნათქვამი:„ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატუ...
ცნობილია, რომ რუსეთ - უკრაინის ომს მომღერალი დღემდე აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ ის მომღერლად და წარმატებულ ხელოვანად რუსეთში ჩამოყალიბა და რუსი ხალხისგან სიყვარულითაა დავალებული, რუსულ პოლიტიკ...
დიდი ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე ასი წლის წინ, 1921 წლის 10 ივლისს, ქუთაისის სოფელ ბაღდათში დაიბადა. მისი დაბადებიდან 100 წლისთავს კი ბარიტონი დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში " დავით ღვინიანიძის ხ...
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები