ასობით გამარჯვება უმძიმეს დიაგნოზებზე, მადლიერ პაც...
მკითხველი დიდი ხანია თვალს ადევნებს ლელა გეჯაძეს და მის უნიკალურ სამკურნალო საშუალებას „ქავთას“. ქალბატონ ლელას ფეისბუქ გვერდზე მადლიერ პაციენტთა ასობით კომენტარია, რომლებიც საჯაროდ...
|
გერმანიაში მოღვაწე ექიმი, ილიას ტერსენიდისი არაერთგვაროვანი და იშვიათი ფსიქიატრიული სინდრომის შესახებ გვიყვება:
1. სტოქჰოლმის სინდრომი - სახელწოდება უკავშირდება რეალურ ფაქტს, რომელიც 1973 წელს ქ. სტოქჰოლმში მოხდა. ბანკის ძარცვის დროს ბოროტმოქმედსა და მძევალს შორის პოზიტიური ემოციური ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რის შედეგადაც საბოლოო ჯამში მსხვერპლმა დამნაშავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარიც კი განაცხადა. აღნიშნული სინდრომის დროს მსხვერპლს უჩნდება სიმპათია აგრესორის მიმართ. სტოქჰოლმის სინდრომი გვხვდება არამარტო ბანკის მძევლებში, არამედ რიგით ოჯახებშიც, რომლებშიც აღინიშნება ძალადობის ფაქტები როგორც წესი ძირითადად მამაკაცების მხრიდან. ქალბატონების გარკვეულ ნაწილში კი ეს ფაქტი პროტესტსაც კი არ იწვევს. ხშირად რათქმაუბდა მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი შიშია, თუმცა არც თუ ისე იშვიათად მსხვერპლი ძალადობის ფაქტს პროტესტის გარეშეც იღებს, სადღაც ალბათ მიესალმება კიდეც.2. ლიმას სინდრომი - ეს გახლავთ სტოქჰოლმის სინდრომის შებრუნებითი ვერსია, როდესაც პირიქით მოძალადეს უჩნდება სიმპათია მსხვერპლის მიმართ. აღნიშნული სახელი უკავშირდება ფაქტს რომელიც მოხდა ლიმაში (პერუ), სადაც ბოროტმოქმედები თავს დაესხნენ იაპონიის საელჩოს და მძევლად აიყვანეს 483 ადამიანი. ყველა მათგანი უკლებლივ გათავისუფლებული იქნა თვითონ გამტაცებლებისვე მიერ.
3. იერუსალიმის სინდრომი - წარმოადგენს განდიდების მანიის ერთ-ერთ ფორმას. ემართებათ ადამიანების გარკვეულ ნაწილს რომლებიც სტუმრობენ იერუსალიმს. ისინი გრძნობენ ღვთაებრივ ძალას და სწამთ რომ შეიძინეს წინასწარმეტყველური უნარი. ძირითადად აღინიშნება დამთვალიერებელთა მორწმუნე კატეგორიაში. სიმპტომები რჩება დღეების განმავლობაში იერუსალიმის დატოვების შემდეგაც კი.
4. უცხო ხელის სინდრომი - აღნიშნული სინდრომი ძირითადად ვითარდება თავის ტვინის კონკრეტული უბნის Corpus Callosum ( კორძიანი სხეული) -ის დაზიანების შემთხვევაში. ის ერთმანეთთან აკავშირებს თავის ტვინის ორ ჰემისფეროს. პაციენტებს აქვთ განცდა რომ ხელი მათ სხეულს არ ეკუთვნის და ის გარე ძალისმიერ იმართება.
არსებობს თეორია რის მიხედვითაც არსებული სინდრომი ასევე გვხვდება მასტურბაციის მოყვარულ პირებში, ძირითადად მოზარდებში.
5. კოტარდის ანუ იგივე "მოსიარულე გვამის" სინდრომი. ადამიანებს სწამთ, რომ ისინი ცოცხლები აღარ არიან, რომ მათი სხეული იხრწნება, ღვრიან სისხლს, კარგავენ ორგანოებს. აღნიშნული სინდრომი ძირითადად გვხვდება შიზოფრენიით და/ან ღრმა დეპრესიით დავადებულ პირებში.
6. დიოგენეს სინდრომი - ყველას გვსმენია ცნობილი ფილოსოფოსის დიოგენეს შესახებ, რომელსაც თვით ალექსანდრე მაკედონელმა შესთავაზა მთავარი მრჩევლის ადგილი. მის მთელ ქონებას ერთი გაბზარული კასრი წარმოადგენდა, რომელშიც იგი თავს აფარაბედა წვიმასა და ავდარში. დიოგენე იყო ცინიკური და მინიმალისტური პიროვნება. მას არაფრად მიაჩნდა სიმდიდრე და ქონება, ამიტომაც მთელი ცხოვრება სიღარიბეში გაატარა.
აღნიშნული სინდრომის მქონე ადამიანები არიან სოციალურად იზოლირებულები და აპათიურები. ძირითადად გვხვდება ხანდაზმულ პირებში და დემენციით მიმდინარე პათოლოგიებში.
7. პარიზის სინდრომი - ემართებათ ძირითადად იაპონელებს, როდესაც ისინი საფრანგეთის დედაქალაქს სტუმრობენ. პათოლოგია გამოიხატება შიშით, შფოთვით, ემოციური აშლილობით, დერეალიზაციის შეგრძნებითა და ჰალუცინაციებით. მეცნიერების აზრით ამის მიზეზი აღნიშნულ პირებში არსებული რადიკალური კულტურული განსხვავებებია.
მკითხველი დიდი ხანია თვალს ადევნებს ლელა გეჯაძეს და მის უნიკალურ სამკურნალო საშუალებას „ქავთას“. ქალბატონ ლელას ფეისბუქ გვერდზე მადლიერ პაციენტთა ასობით კომენტარია, რომლებიც საჯაროდ...
ჰემოროი 21-ე საუკუნის მტანჯველი პრობლემაა, ჩვენი ყოველდღიური კვება კი ამ პრობლემას შეიძლება ითქვას უფრო აჩქარებს. „ქავთასი“ ასე ქვია მცენარეულ სამკურნალო საშუალებასა და მალამოს, რომლის გა...
მზის ზედაპირზე ახალი კორონალური ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც 20-ჯერ აღემატება დედამიწის ზომას, იტყობინება Daily Mail NASA-ზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ამის გამო უახლოეს დღეებში დედამიწის მაცხოვრებლე...
ეს ინფექცია კანის გზით არ გადადის. თუ ადამიანები ხელთათმანის გამოყენებით ცდილობენ, რომ თავისი კანი დაიცვან, კორონავირუსი კანის გზით ორგანიზმში არ შეიჭრება, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაი...
ავსტრალიის ბიომედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა გამოაცხადა ანტი-პარაზიტული წამლის "ივერმექტინის" ეფექტურობის შესახებ სხვადასხვა სახის კორონავირუსის, მათ შორის COVID-19ის წინააღმდეგ ...
„ქავთასი“ ასე ჰქვია მცენარეთა ნაკრებს, რომელსაც ფიტოთერაპევტი ლელა გეჯაძე უკვე 17 წელია ამზადებს, მას ჩვენ დავუკავშირდით და გავესაუბრეთ ვკითხეთ სწორედ მიმდინარე აჟიოტაჟს როგორ შეაფასებდა და რას ...
ლელა გეჯაძე 2005 წლიდან მკურნალობს პაციენტებს, თავისი საავტორო პრეპარატით, რომელიც თავდაპირველა დღვიძლისა და ნაღვლის სამკურნალოდ იყო შექმნილი, მაგრამ პაციენტებთან მუშაობისას აღმოჩნდა, რომ მათ კომპლექს...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები