მედიცინა
„ენმედიცი“ გთავაზობთ , უფასო სკრინინგს, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამოვლენისთვის
2018-04-13 11:12:58
ვ.ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი „ენმედიცი“ გთავაზობთ , უფასო სკრინინგს, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამოვლენისთვის.
სკრინინგი ხორციელდება, ქ.თბილისი მერიის სამედიცინო პროგრამის ფარგლებში.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ:
25-70 წლის ქალებს, საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირებს, რომელთაც სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში რეგისტრაციის ადგილად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი.
კიბოს რისკის კრიტერიუმების გამოვლენის შემთხვევაში, ექიმი -ენდოკრინოლოგის მიერ განისაზღვრება გამოკვლევის შემდგომი ეტაპები, რომელებიც მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ კვლევებს დადგენილი წესების შესაბამისად:
- ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
- პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში სისხლის
- თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევა;
- საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღება და ციტოლოგიური კვლევა;
- ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროცესის მეთვალყურეობა ენდოკრინოლოგის მიერ;
შემოგვიერთდით ფეისბუქზე https://www.facebook.com/enmedic/
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ www.enmedic.ge
კომენტარები