2 3 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ გარი ოლდმენმა მიიღო

  საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში „ოსკარი“ გადაეცა ლეგენდარულ ინგლისელ მსახიობს გარი ოლდმენს. ეს მსახიობის პირველი „ოსკარია“.

ილმის სიუჟეტის ცენტრში ჩერჩილის კარიერის ის ეპიზოდია, როდესაც 1940 წლის მაისის პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ის პრემიერ მინისტრად დაინიშნა. მისი კაბინეტის რამოდენიმე წევრმა ადოლფ ჰიტლერთან მოლაპარაკებების დაწყება ურჩიეს, მაგრამ წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩერჩილმა საომარი მოქმედებების გაგრძელება ისურვა.

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმი, რომლის მსოფლიო პრემიერა 22 ნოემბერს შედგება, ბრიტანულმა კინოკომპანიამ Working Title გადაიღო. პროექტის პროდიუსერები ოსკარის ორგზისა და სამგზის ნომინანტები - ტიმ ბევანი და ერიკ ფელნერი, ხოლო სცენარის ავტორი ასევე ოსკარის ორგზის ნომინანტი ენტონი მაკკარტენია (The Theory of Everything). მაღალბიუჯეტიან ისტორიულ ნამუშევარზე აგრეთვე ოსკაროსანმა  კომპოზიტორმა (დარიო მარიანელი) და კოსტიუმების დიზაინერმა (ჟაკლინ დიურანი) იმუშავეს.

  ოლდმენის 30-წლიანი კარიერა უამრავი განსხვავებული პერსონაჟით არის წარმოდგენილი. მისი უკანასკნელი გამოწვევა კი ჩერჩილის როლია, რომლისთვისაც „ოქროს გლობუსი“, „ბაფტა“ და ახლა უკვე „ოსკარი“ დაიმსახურა.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები