მსოფლიო
სასამართლომ Google-ს არაკეთილსინდისიერი კონკურენციისთვის 2,1 მილიარდი ფუნტი სტერლინგის გადახდა დააკისრა
2018-02-16 13:14:34
ბრიტანელმა ცოლ-ქმარმა Google-ს 2,1 მილიარდი ფუნტი სტერლინგი მოუგო. ამბავი კი იქიდან დაიწყო, რომ Google-ი თავის საძიებო სისტემაში განზრახ არ აჩენდა იმ ვებგვერდს, რომელიც ბრიტანელმა წყვილმა თავად შექმნა.
უფრო კონკრეტულად კი, მიუხედავად იმისა, რომ გვერდი პოპულარული იყო, Google-ის საძიებო ნუსხაში გვერდი უფრო და უფრო ქვევით იწევდა, ვინაიდან Google-ი კონკურენტს ხედავდა თავისი ერთ-ერთი სერვისისათვის.
ცოლ-ქმარმა ვებგვერდი Foundem-ი 2005 წელს შექმნა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს სხვადასხვა პროდუქტებზე ფასების შედარება შეეძლო. Google-მა კონკურენტის თავიდან მოცილება ვებგვერდის დაბლოკვით გადაწყვიტა
სასამართლომ Google-ს არაკეთილსინდისიერი კონკურენციისთვის 2,1 მილიარდი ფუნტი სტერლინგის გადახდა დააკისრა.
კომენტარები