ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვი...
ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლის შემდეგ, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე წყვეტს თანამშრომლობას მარჯანიშვილის თეატრთან, ამის შესახებ იგი წერს თავის ფე...
|
თავიდან მსოფლიო უბრალოდ სკანდალმა მოიცვა. ერთ-ერთი მათგანი დივებს შორის, ოპერის ღვთაება, ასწლეულის ხმა, მარია კალასი, მეორე კი პლანეტის უმდიდრესი ადამიანი არისტოტელე ონასისი ერთმანეთს საჯაროდ სიყვარულში ეფიცებოდნენ..
მილიარდერი არისტოტელ ონასისი, საბერძნეთის გემთმფლობელი და საკულტო პიროვნება მხოლოდ ელიტის წარმომადგენლებთან კონტაქტობდა.. ის ყველასთვის სასურველი სტუმარი იყო . ირგვლივ ყოველთვის ლამაზი ქალბატონებით იყო გარემოცული , რომელთაც ხშირად ის საკუთარი მიზნებისთვისაც იყენებდა.
ნამდვილი სიყვარული მილიარდერთან 1959 წელს მოვიდა, როცა მან მარია კალასი გაიცნო, ახალგაზრდა, ლამაზი საოპერო მომღერალი , რომელსაც მთელი მსოფლიო ეთაყვანებოდა
მარია კალასი ნიუ-იორკში დაიბადა, სადაც ბერძენი ბიზნესმენის გეორგეს კალოგეროპულოსის ოჯახი ათენიდან ბედნიერების საძიებლად გადავიდა. ვაჟის დაღუპვის შემდეგ დედას ძალიან უნდოდა, ბიჭი გაეჩინა და ახალდაბადებულ ქალიშვილს ზედ არც კი უყურებდა. მარია მიტოვებული ბავშვივით იზრდებოდა და მხოლოდ ვუნდერკინდის უეცარმა დიდებამ, ზარივით ხმამ და აბსოლუტურმა სმენამ შეარიგა დედასთან.
კალასი გათხოვდა მდიდარ იტალიელ მრეწველზე, ჯოვანი ბატისტაზე, რომელსაც ძალიან უყვარდა მომღერალი , ბატისტამ კალასის საოპერო კარიერის გამო, საკუთარი ბიზნესიც კი გაყიდა..
თუმცა მაინც, მარია ბატისტათი უკმაყოფილო იყო.. როგორც მოგვიანებით იხსენებს: “როდესაც შევხვდი არისტოს, რომელიც სავსე იყო სიცოცხლით, სულ სხვა ქალი გავხდი”, აღიარა მარიამ. ამასთანავე, ონასისს მილიარდები ჰქონდა, ბატისტას კი მილიონები. ონასისი ფულს ქარაფშუტულად ხარჯავდა, ბატისტა კი ძუნწობდა. ვის შეეძლო, მოეწყო მდიდრული საღამო მის პატივსაცემად ლონდონში ცნობილ დორჩესტერის ოტელში და მთელი სასტუმრო ვარდებით გაევსო? ბატისტას? არასოდეს!
კალასმა ქმარი მიატოვა და პარიზში ონასისთან ახლოს გადავიდა. უფრო მეტიც, სიყვარულისგან დაბრმავებული საოპერო დივა სცენიდანაც კი წავიდა..
1968 წლის ოქტომბერში არისტოტელე ონასისი აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ქვრივზე, ჟაკლინ კენედიზე დაქორწინდა. ამ დღის შემდეგ, მარია ჩვეულებრივი ტრავმირებული და გაუბედურებული ქალი გახდა.. საკუთარი თავი კარიერას შესწირა, კარიერა - სიყვარულს, სიყვარული კი, თურმე, არც არსებულა.…
არისტოტელე ონასისს ბედი მორიგ უბედურებას უმზადებდა.. მას გარდაეცვალა ერთადერთი ვაჟი- ალექსანდრე ონასისი.. ტრაგედიის შემდეგ, ერთ საღამოს მარია და არისტოტელე კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, მილიარდერმა შვება სწორედ მარიას მკლავებში იპოვა. 43 წლის ასაკში კალასი დაფეხმძიმდა, თუმცა არისტოტელემ მას უფლება არ მისცა, რმ შვილი გაეჩინა
არისტოტელე 1975 წლის 15 მარტს , საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას გვერდით კვლავ მარია კალასი ჰყავდა . 2 წლის შემდეგ მარიაც გარდაიცვალა, რომელსაც ერთადერთი სურვილი ჰქონდა - მისი ფერფლი ჩაეშვათ ზღვაში სკორპიოსთან სიყვარულის ბერძნულ კუნძულთან, რომელზეც დაკრძალული იყო მისი არისტოტელე.
თარგმნა: სუზი მკრტიჩიანმა http://www.kulturologia.ru/blogs-ს მიხედვით
ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლის შემდეგ, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე წყვეტს თანამშრომლობას მარჯანიშვილის თეატრთან, ამის შესახებ იგი წერს თავის ფე...
ხატვა გრძნობების, აღქმულისა და აღსაქმელის, გარესამყაროს საკუთარი ფანტაზიით გადმოცემის საშუალებაა, ნიჭია, რომელიც ყველას არ აქვს. მხატვარ დავით მურაჩაშვილის შემოქმედების ხილვისას ერთი აზრი გებადება...
პიანისტი, გიორგი გიგაშვილი, რომელიც რუბინშტეინის კონკურსის ფინალში გავიდა, სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ჟიურის საბოლოო შედეგებს უზიარებს და წერს, რომ მეორე ადგილზე გავიდა. გიორგი გიგაშვილი ...
თამარ მაყაშვილის სკადანლი - ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობი რეპერტუარიდან მოხსნა. ამის შესახებ თეატრის განცხადებაშია ნათქვამი:„ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატუ...
ცნობილია, რომ რუსეთ - უკრაინის ომს მომღერალი დღემდე აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ ის მომღერლად და წარმატებულ ხელოვანად რუსეთში ჩამოყალიბა და რუსი ხალხისგან სიყვარულითაა დავალებული, რუსულ პოლიტიკ...
დიდი ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე ასი წლის წინ, 1921 წლის 10 ივლისს, ქუთაისის სოფელ ბაღდათში დაიბადა. მისი დაბადებიდან 100 წლისთავს კი ბარიტონი დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში " დავით ღვინიანიძის ხ...
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები