2 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნელსონ მანდელას ცხოვრებისეული გამონათქვამები და „გრძელი გზა თავისუფლებამდე”

   სამხრეთ აფრიკის ყოფილმა პრეზიდენტმა  ნელსონ მანდელამ  ცხოვრების 67 წელი აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლასა და თანამემამულეთა უფლებების დაცვას შეალია.

 1964 წელს პრეტორიის უზენაესმა სასამართლომ მანდელას ქვეყნის ღალატში დასდო ბრალი. მან უარყო ღალატის ბრალდება და ამავდროულად აღიარა, რომ “ერის მახვილის” მიერ ორგანიზებული შეიარაღებული თავდასხმები ერთადერთი გზა იყო აპარტეიდის დასამარცხებლად, რადგან მთავრობის მოქმედებებმა სხვა არჩევანი არ დაუტოვეს. 
აფრიკის ნაციონალური კონგრესის მეთაური 27-წლიანმა პატიმრობამაც ვერ გატეხა.

  1990 წელს 73 წლის მანდელას გათავისუფლება წლის უმნიშვნელოვანესი, ყველაზე ამაღელვებელი მოვლენა გახდა. ვესტერის ციხიდან მის გამოსვლას მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს პირდაპირ ეთერში. ყველამ დაინახა, რომ ხანგრძლივმა პატიმრობამ მხოლოდ მის სხეულს დაატყო კვალი, ხალხის კეთილდღეობისთვის მებრძოლის სულისკვეთებას კი ვერაფერი დააკლო. 

  იგი 5 დეკემბერს სამ­ხ­რეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში 96 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.
    გთავაზობთ ნელსონ მანდელას ცხოვრებისეულ გამონათქვამებს

1. ყოველი მთის დალაშქვრისას, შენს წინ იშლება კიდევ უფრო მაღალი მთები, რომელთა დალაშქვრაც მხოლოდ შენ მოგიწევს

2. მუდამ შეუძლებელი გეჩვენება, ვიდრე არ გააკეთებ!

3. ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო.

4. გაბრაზდე და გულს შემოიყარო — ეს იგივეა დალიო შხამი იმის იმედით, რომ შხამი შენს მტრებს მოკლავს.

5. განათლება დიდებული საშუალებაა პიროვნების განვითარებისთვის. სწორედ განათლების წყალობით შეიძლება გახდეს: გლეხის შვილი – ექიმი, მეშახტის შვილი – შახტის დირექტორი, ფერმერის შვილი – ქვეყნის პრეზიდენტი.

6. არც ერთხელ რომ არ დაეცემი, ეს არ არის ყველაზე დიდი დამსახურება ცხოვრებაში, მთავარია ყოველი დაცემის დროს წამოდგე.

7. უპირველეს ყოველისა აუცილებელია საკუთარ თავთან იყო მართალი. ვერასდროს მოიპოვებ გავლენას საზოგადოებაზე, თუკი თავად არ შეცვლილხარ. დიადი მშვიდობისმყოფელები პატიოსანი, მართალი, მაგრამ თავმდაბალი ადამიანები არიან.

8. იყო თავისუფალი არ ნიშნავს მხოლოდ მარწუხების და ბორკილებისგან გათავისუფლებას, არამედ ცხოვრებაში დააფასო სხვისი თავისუფლება და გაავრცელო ის.

9. ამბობენ, არავინ იცნობს ერს იქამდე, სანამ მის საპყრობილეში არ მოხვდება. ერი იმის მიხედვით უნდა განვსაჯოთ, თუ როგორ ეპყრობა არა მაღალი, არამედ ყველაზე დაბალი ფენის წარმომადგენლებს.

10. გავითავისე, რომ გამბედაობა შიშის არ არსებობა კი არა, მისი დამარცხებაა. მამაცია არა ის, ვისაც შიშის გრძნობა არ აქვს, არამედ ის, ვინც ამ გრძნობას დაამარცხებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები