მსოფლიო
„მედალფა“ პირველი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესულ ცვლილებას წარმატებით ახორციელებს
2017-07-06 17:17:05
ჩამოტვირთვა
პირველი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, ქრონიკული დაავადების მქონე სოციალურად დაუცველი პაციენტები სამკურნალო საშუალებებს მიიღებენ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად.
პროცესი შემდეგნაირად ხორციელდება: პაციენტის მიმართვისას ამბულატორიაში ამოწმებენ მის სოციალურ სტატუსს (არის თუ არა სოციალურად დაუცველი); სტატუსის დადასტურების შემდეგ ოჯახის ექიმი გამოწერს რეცეპტს, რის შემდეგაც პაციენტი მედიკამენტს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შეიძენს.
ამ პროცესის შესამოწმებლად ჰოსპიტალურ ქსელ „მედალფას" ესტუმრება ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, ბატონი ზაზა სოფრომაძე.
კომენტარები