კულტურა
16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
2017-05-15 23:44:12
ვერძი
საინტერესო შეხვედრებით მდიდარი დღე გელით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. საღამოს რომანტიკულ განწყობაზე დადგებით.
კურო
დღევანდელი დღე გამოცანებითა და სიურპრიზებითაა მდიდარი. მეტი ყურადღება დაუთმეთ მიღებულ ინფორმაციას. მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ.
ტყუპი
საინტერესო დღე გელით. მეტი დრო დაუთმეთ ყოველდღიური საკითხების მოგვარებას. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი.
კირჩხიბი
ნაკლებად ინერვიულეთ უმნიშვნელო საკითხებზე. მეტი დრო დაუთმეთ სასიამოვნო საქმიანობას. საქმიანი ურთიერთობის მოგვარებისას მეტად გამოავლინეთ დიპლომატია.
ლომი
სამსახურში უამრავი საქმის შესრულება მოგიწევთ. იყავით ყურადღებით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. საღამოს შეხვდით მეგობრებს.
ქალწული
საქმეები და პრობლემები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოგვარდება. მოერიდეთ დაძაბულობას პირად ურთიერთობაში; უფრო მეტიც, იუმორით შეხედეთ მოვლენებს.
სასწორი
დღეს გარშემო მყოფებს თქვენი ნიჭით, გარეგნობით მოხიბლავთ. კარგი დღეა იმიჯის შესაცვლელად, გარდერობის გასაახლებლად.
მორიელი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. სიურპრიზები გელით პირად ცხოვრებაში. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
მშვილდოსანი
კარგი დღეა ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად. ნათესავები იდეების განხორციელებაში დაგეხმარებიან. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.
თხის რქა
მოწყენის საშუალება არ მოგეცემათ. საინტერესო შეხვედრები გელით გავლენიან ადამიანებთან. მეგობრებს დანაპირები შეუსრულეთ, მათთან ერთად იმხიარულეთ.
მერწყული
საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრები გელით. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. საღამოს საყვარელი ადამიანი მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ.
თევზები
გავლენიანი მფარველების დახმარებით სასურველის მიღებას შეძლებთ. ზოგიერთს სრულიად უცნობიც კი დაეხმარება წარმატების მიღწევაში. სითბო და მზრუნველობა გამოავლინეთ საყვარელი ადამიანის მიმართ.
კომენტარები