0 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მუსიკა და არქიტექტურა ფლორენციის ახალ ოპერის ტეატრში!

ჩამოტვირთვა

მუსიკისა და კულტურის სამყაროში სიახლეა: მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ფლორენციაში ახალი ოპერის თეატრი გაიხსნა. ბეთჰოვენის მე–4 კონცერტი უდიდესმა თანამედროვე პიანისტმა რუდოლფ ბუხბინდერმა შეასრულა. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე სინტერესო და ღრმა ნაწარმოები ბეთჰოვენის შემოქმედებიდან, მისი ყველაზე ემოციური, განმგმირავი და გულში ჩამწვდომი ნამუშევარი. კომპოზიციაში ის ოცნებობს განუხორციელებელზე, სიყვარულზე, წმინდა ურთიერთობაზე რისი პოვნაც მისთვის შეუძლებელია. ბეთჰოვენი თავგანწირვით იყო შეყვარებული ქალზე, რომელიც მას არ ეკუთვნოდა და სწორედ ეს გახდა კომპოზიტორის უდიდესი ტრაგედია. ელიზაბეტა ფაბრის თქმით, რომელიც მშენებლობას სახელმწიფო დავალებით ხელმძღვანელობდა, თეატრის მთავარი დარბაზი პროექტის ამბიციური ნაწილია. როგორც სინიორა ფაბრი ამბობს, ჩვეულებრივ თეატრის არსებობა სპეკტაკლის მიმდინარეობისას იგრძნობა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ, შუქი ქრება და მაყურებელი მიდის. ამჯერად ახალი დაწესებულების მთავარი მიზანი თეატრსა და მუსიკაზე წარმოდგენის შეცვლაა. ცნობილია, რომ მუსიკა წმენდს ჩვენს სულს ცხოვრების მტვრისაგან. მშვენიერია როდესაც არსებობს ადგილი სადაც შეგიძლია მიხვიდე და ისიამოვნო თუნდაც მხოლოდ მუსიკის ჰანგებით და შექმნილი მყუდრო ატმოსფეროთი, სპეკტაკლის გარეშე. ჩვენ ვაგრძელებთ თეატრის ეკსკურსიას მის არქიტექტორთან ერთად: “თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ დარბაზში და აღმოჩნდე იმ ფანტასტიკურ გარემოში, ისუნთქო მისი ჰაერით, ისიამოვნო მყუდროებითა და ფანტასტიკური ატმოსფეროთი. ძალიან წვრილი ზოლები სადაც ჩანს მხოლოდ კიბე და ცა, კიბეზე ასვლისას მაღლა, შეძლებ ფლორენციის მთელ ხედს გადახედო. ამ მშვენიერი ქალაქის შემხედვარე საიდანაც მოჩანს ბრუნელსკის გუმბათი, მოგინდება ეს პეიზაჟი სამუდამოდ ჩარჩეს შენს მეხსიერებაში. შენობის მართკუთხა გეომეტრიული სტრუქტურის გამო, ნაგებობა ჩანს ძალიან დიდი, მაგრამ შიგნით შესვლისთანავე სულ სხვა შთაბეჭდილება რჩება – ის ბევრად თბილია, თუმცა ერთი შეხედვით ძალიან ცივი ჩანს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები