0 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რეპორტაჟი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან

ჩამოტვირთვა

ქართულ, აღმოსავლურ, ბერძნულ, რუსულ და უცხოენოვან ხელნაწერთა ფონდები, ქართული, არაბული, ოსმალური, სომხური და სპარსული დოკუმენტები, მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების, სასულიერო პირების, მწერლების, პოეტების, მხატვრების, პოლიტიკური, სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეების, ქართული ემიგრაციის მოღვაწეებისა და ორგანიზაციების არქივები. საქართველოს ისტორიის ეს ფასდაუდებელი ნაწილი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. 100-მდე მეცნიერ-თანამშრომელი მათ კვლევასა და შესწავლას ყოველდღიურად აწარმოებს. როგორც თავად აღნიშნავენ, ძველ ხელნაწერებში ახალი დეტალის არმოჩენა ყოველდღიურადაა შესაძლებელი. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითადი მიმართულებები ტექტოლოგიური, ფილოლოგიური და ისტორიორგაფიული კვლევები გახლავთ. ცენტრის არქივში დაცულ ექსპონანტებს შორის უძველესი ქართული ხელნაწერი მეხუთე საუკუნის პალიმფსესტები გახლავთ, რომლებიც ცხვრის ან ხბოს ტყავზეა შესრულებული. აქვე ინახება ძველი წელთაღრიცხვით მესამე მეორე საუკუნეების ლათინურ და ბერძნულენოვანი 170 პაპირუსი. ხელნაწერთა ინტიტუტი 1958 წელს შექიმნა, 1962 წლიდან კი აკადემიკოს კორნელი კეკელიძის სახელს ატარებს. 2007 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხელნაწერთა ინსტიტუტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრად გადაკეთდა. სახელის შეცვლის პარალელურად ცენტრში თანამედროვე სტანდარტებისა და ტექნოლოგიების დანერგვაც აქტიურად დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის შესწავლასა და დაცვასთან ერთად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მის პოპულარიზაციასაც ეწევა. ამ მიზნით ცენტრის საგამოფენო დარბაზში მუდმივმოქმედი გამოფენის პარალელურად ხშირად ეწყობა დროებითი გამოფენებიც. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს კორნელი კეკელიძის, ივანე ჯავახიშვილის, ილია აბულაძის, ნიკო ბერძენიშვილის, ელენე მეტრეველისა და შალვა ამირანაშვილის მემორიალური კაბინეტები. აქვეა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველების, ჟურნალ "ბედი ქართლისას" დამაარსებლების კალისტრატე და ნინო სალიების სახელობის კაბინეტიც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები