1 4 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აჭარაბეთის მხარდაჭერით ProductTank Tbilisi კვლავ ბრუნდება 2021 წლის პირველი შეხვედრით!

აჭარაბეთი განაგრძობს ინოვაციების და ტექნოლოგიების მხარდაჭერას და წარმოგიდგენთ ProductTank Tbilisi-ს 2021 წლის პირველ შეხვედრას 

ღონისძიება ხუთშაბათს, 28 იანვარს, თბილისის დროით საღამოს 7 საათზე დაიწყება, ქვეყანაში არსებული სიტუაციისა მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ბუნებრივია, ისევ და ისევ Zoom პლატფორმის მეშვეობით. პარალელურ რეჟიმში კი მოხდება ივენთის მსვლელობის ლაივსტრიმი ღონისძიების ოფიციალურ Facebook გვერდზე. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება საუბრები და პანელური დისკუსიები, რომელთა შემდეგაც ღონისძიება უშუალოდ ვირტუალური ნეთვორქინგისათვის შექმნილ პლატფორმა Wonder-ზე გადაინაცვლებს. 

Tbilisi Startup Bureau უკვე თითქმის 2 წელია აქტიურადაა ჩართული პროდუქტ მოძრაობაში და სისტემატიურად უწევს ორგანიზებას ProductTank Tbilisi-ის შეხვედრებს. დასწრება ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, თავისუფალია ყველა მსურველისთვის, თუმცა ვირტუალური  ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და, შესაბამისად, საჭიროებს წინასწარი რეგისტრაციის გავლას მოცემულ ბმულზე:https://www.meetup.com/en-AU/ProductTank-Tbilisi/events/275824177

28 იანვრის შეხვედრაზე სპიკერი პავლე მგელაძე იქნება. პავლე ამაზონის რევერსული ლოგისტიკის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ბიზნეს გუნდის ხელმძღვანელია. ის პირველი ქართველია ამაზონში მაღალ ბიზნეს პოზიციაზე. პავლემ აქ მუშაობა 2016 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც Emory-ის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ხარისხი მიიღო. თავდაპირველად ამაზონში მისი კარიერა Trade-in გუნდისთვის საფასო ალგორითმების აწყობით დაიწყო, ახლა კი ის რევერსული ლოგისტიკის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ბიზნეს გუნდის ხელმძღვანელია ან,  როგორც თვითონ განგვიმარტავს თავის საქმიანობას უფრო მარტივ ენაზე, ის ახალ ტექნოლოგიებს იყენებს მომხმარებლის ოცნებების ასასრულებლად.



პავლეს მოხსენების სათაური ProductTank Tbilisi-ის ამ შეხვედრის ფარგლებში იქნება: ამაზონის წარმატების მთავარი მექანიზმი - როგორ ვაქციოთ მომხმარებელი კომპანიის “მმართველად”. თავისი მოხსენებით პავლე გვიამბობს თუ რა უნიკალურ მექანიზმებს იყენებს ამაზონი პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად, რისი დამსახურებაცაა ის, რომ ამაზონი მომხმარებელთათვის ერთერთი ყველაზე საყვარელი კომპანიის სტატუსს ინარჩუნებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ეს ის მექანიზმებია, რომელთა გამოყენებაც ამაზონმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა მისი თანამშრომლების რაოდენობა 100 ადამიანსაც კი არ აღემატებოდა და მისი სერვისი სულ რამდენიმე ქვეყანაში ფუნქციონირებდა. დღესდღეობით ამაზონის თანამშრომელთა რაოდენობა 1 მილიონს აღემატება და მისი პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობა 150-ზე მეტი ქვეყნის მოსახლეობისთვისაა ხელმისაწვდომი - ზემოთხსენებული მექანიზმები კი, რომლებსაც პავლე კონფერენციაზე აუდიტორიას გაუზიარებს, კვლავაც უცვლელი რჩება.

შეხვედრას მოდერაციას გაუწევს Lupi AI-ის აღმასრულებელი დირექტორი და EBG.ge-სა და Order24.ge-ს მმართველი საბჭოს წევრი - ირაკლი ვეკუა.

ღონისძიება ხორციელდება Tbilisi Startup Bureau-ს მიერ, აჭარაბეთის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) პარტნიორობით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:03

    თიბისი ტექსკოლის რეგისტრაციების დასრულებამდე სულ ც...

    თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...

  • 12:53

    თიბისი კაპიტალის ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმო...

    მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული.   ია...

  • 15:09

    თიბისის შეთავაზება - დაიბრუნე 30% ზუგდიდი მოლში ...

    22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...

  • 15:02

    ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება - ბორჯღალოსნების და ...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...

  • 10:55

    თიბისის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა - GetData...

    თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...

  • 10:50

    სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში ...

    PSP-ს ინოვაციური პროექტი - პირველი ლოქერი ფარმაციაში მომხმარებელს შოპინგის ახალ, კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს: ონლაინ შეკვეთის მისაღებად კონკრეტული მისამართის მითითება და ლოდინი საჭირო აღარ არის;...

  • 14:38

    თიბისი მწარე პოდკასტის მხარდამჭერი გახდა...

    შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდი...