0 5 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ყველაზე დაცული ნარდი „ევროპაბეთზე“

„ევროპაბეთი“ მომხმარებელს სამაგიდო თამაშების გაუმჯობესებულ უსაფრთხოების სისტემას სთავაზობს. ონლაინ ნარდი კომპიუტერული პროგრამების გარეშე - მუდმივი მონიტორინგის დახმარებით პორტალზე მომხმარებელი დაზღვეულია კომპიუტერთან თამაშისგან.  

ტრადიციული სპორტის მოყვარულები ნარდს ყველაზე დაცულ სივრცეში სრულიად უფასოდ თამაშობენ. 17 სექტემბრიდან „ევროპაბეთზე“ სამაგიდო თამაშებით  ნარდი, ბურა და დომინო  გართობა მსურველებს  0%-იანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეუძლიათ.

„უალტერნატივო, უფასოდ თამაშის შეთავაზების გარდა, გვიხარია, რომ ჩვენი პარტნიორი ნარდის სპორტული ფედერაციის დახმარებით ჩვენი პროდუქტი უკონკურენტოა უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

პანდემიის პერიოდში სამაგიდო თამაშებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა და „ევროპაბეთის“  პორტალი რეგიონალური მნიშვნელობის გახდა. გაზრდილმა მოთხოვნამ და პროფესიონალმა მომხმარებელმა დაგვანახა სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორიცაა ონლაინ თამაშის სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი.

 დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან კომპიუტერთან დაპირისპირებისგან დაზღვეული ხართ. უსფრთხოების გარანტია ნარდის ფედერაციის სერტიფიცირებული მსაჯები არიან, რომლებიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უყურებენ თამაშებს ყოველდღიურად და აკონტროლებენ, რომ ორივე მხარე სპეციალური პროგრამის დახმარების გარეშე თამაშობდეს“, - აცხადებს ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი, ლაშა გოგუა.

რევაზ ცხოვრებაშვილი, საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი: „ჩვენი თანამშრომლობა ევროპაბეთთან 6 თვის წინ, პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში დაიწყო. ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოცდილება დავაგროვეთ, მათ შორის ერთობლივად გავმართეთ რეგიონალური ჩემპიონატი ნარდში. მასში მონაწილეობა მოყვარულებთან ერთად ცნობილმა მოთამაშეებმაც მიიღეს, მათგან მიღებული უკუკავშირით გადავწყვიტეთ პლატფორმის გაუმჯობესებაზე გვეფიქრა და ჩვენი ხედვა შევთავაზეთ კომპანიას. საბოლოოდ, გვიხარია, რომ მაღალი სტანდარტის პორტალი მივიღეთ. რომელზეც სპორტული ჩემპიონატების ჩატარებაც შეუფერხებლად არის შესაძლებელი“.

ბოლო 6 თვის მონაცემებით „ევროპაბეთი“ მაგიდის თამაშების ყველაზე მსხვილი პლატფორმაა რეგიონში, სადაც სამაგიდო თამაშებს ერთდროულად 10 000-ზე მეტი ადამიანი თამაშობს.

უპრეცედენტო ინიციატივის შედეგად  „ევროპაბეთი“ უარს ამბობს იმ მოგებაზე, რომელსაც როგორც წესი თამაშისას მომხმარებელი კომპანიას უხდის და ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას ნარდი, ბურა და დომინო ერთმანეთს სრულიად უფასოდმხოლოდ სიამოვნებისთვის ეთამაშონ.

კომპანიაში აცხადებენ რომ პროგრამული განახლება სამაგიდო თამაშების გაუმჯობესების მიზნით კვლავ გრძლედება. დაგეგმილი სიახლეები კი კიდევ უფრო გამჭვირვალეს და სამართლიანს გახდის თამაშის პროცესს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...