1 5 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

არ უნდა დაუსვას პარლამენტარს დამატებითი შეკითხვები, უნდა შეწყვიტოს ინტერვიუ თუ რესპოდენტი ამას მოითხოვს და ა. შ - პაპუაშვილის შეზღუდვები საპარლამენტო მედიის წინააღმდეგ ამოქმედდა

დღეიდან საქართველოს პარლამენტში ძალაში შედის ახალი შეზღუდვები, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა მედიის წარმომადგენლებს დაუწესა. ახლი წესების მიხედვით, ჟურნალისტმა არ უნდა დაუსვას პარლამენტის წევრს დამატებითი შეკითხვა, უნდა შეწყვიტოს ინტერვიუ, თუ რესპოდენტი ამას მოითხოვს, არ უნდა მიაკითხოს ინტერვიუსთვის სამუშაო ოთახში, კადრში არ უნდა მოხვდეს დეპუტატის ტელეფონი ან სამუშაო ფურცლები და ა.შ.

ჟურნალისტებს, რომლებიც პოლიტიკოსებისთვის უხერხულ, მაგრამ საზოგადოებისთვის აქტუალურ შეკითხვებს მაინც დასვამენ და მასზე პასუხებს მოითხოვენ, საპარლამენტო აკრედიტაციას ჩამოართმევენ. 

ახალი წესები პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე,  6 თებერვალს წარადგინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები