1 9 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ქვეყანა არ არის მზად მიგრანტების ნაკადთან გასამკლავებლად"-ხვალ ლარსზე საპროტესტო აქცია გაიმართება

 

"დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ორგანიზებით ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალქეები 10:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც ლარსისკენ გაემართებიან.

"რუსეთში “მობილიზაციის” გამოცხადების შემდეგ, საქართველოში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. 16 და 20 კილომეტრიანი რიგი ლარსის გამშვებ პუნქტთან ყოველდღიური რეალობაა.

რუსეთის მოქალაქეების უპრეცედენტო შემოდინება ზრდის რისკებს საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის. ქვეყანა არ არის მზად მიგრანტების ნაკადთან გასამკლავებლად. გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და რუსეთის FSB-ს შორის დადასტურებული თანამშრომლობის ფონზე, შეუძლებელი გახდება დადგენა იმისა, თუ ვინ კვეთს საზღვარს.

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ცნობილია, ისინი არ აპირებენ საზღვრის ჩაკეტვას და არც ნაკადის შეზღუდვას.

შესაბამისად, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვეკისრება პასუხისმგებლიბა, ვიმოქმედოთ.

ვიკრიბებით, ხვალ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 10:00 სთ-ზე და მივდივართ ლარსის სასაზღვრო პუნქტთან, სადაც 15:00 საათზე გაიმართება აქცია!" - წერენ ორგანიზატორები. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები