1 3 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ზუკა ტარყაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი ირაკლი აგლაძე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს

ზუკა ტარყაშვილის მკვლელობისთვის 2011 წლიდან ძებნილი ირაკლი აგლაძე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას შსს საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს, სადაც ნათქვამია:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის 2011 წლიდან ძებნილი, 1988 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ი.ა.-მ და მისმა თანამზრახველებმა 2011 წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე,  ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული მრავლობითი გასროლის შედეგად, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ჭრილობები მიაყენეს 1988 წელს დაბადებულ ზ.ტ.-ს და მიიმალნენ. დაჭრილი ზ.ტ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. ი.ა., ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის, 2011 წლის 25 ოქტომბერს დაუსწრებლად მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. დაკავებული ი.ა. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები