1 6 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ექიმის ცემაში ბრალდებულ მსახიობს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

ექიმის ცემაში ბრალდებულ მსახიობს, რეზო ნასიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ გუშინ მიიღო. მსახიობი კი სამედიცინო კლინიკაში ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ იქამდე დარჩება, ვიდრე თანხას არ გადაიხდის. ინციდენტი წმ. მიქაელის სახელობის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ნასიძე სამართალდამცველებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

საავადმყოფოს მედპერსონალი ამტკიცებს, რომ პაციენტი ნარკოტიკს ითხოვდა, რასაც მისი დიაგნოზი არ ითვალისწინებდა, უარის შემდეგ კი ის ექიმს ფიზიკურად გაუსწორდა. ამ ბრალდებას კი არ ეთანხმება ოჯახი და ინციდენტის პროვოცირებაში ექიმს ადანაშაულებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები