1 6 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დედის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს - 37 წლის მამაკაცს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, დანის გამოყენებით დედას - 1953 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს,"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები