0 1 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“მიშამ ჭაობიდან ამოგვიყვანა და ახლაც მასში ვხედავთ ხსნას…”

ენმ-ის წევრი, კობა ხაბაზი, სოციალურ ქსელში, წერს:

“რატომ მიშა?
იმიტომ რომ წარსული მახსოვს, იმიტომ რომ ბევრი რამე ისეა სულში ჩაბეჭდილი, ვერასდროს დავივიწყებ.
ვერასდროს დავივიწყებ რიცხვ 234 – ს, ეს ის რიცხვია, რომელიც ხელზე დამაწერეს, როცა ღამის 4 საათზე პურის საყიდლად ჩავედი და რიგში დავდექი, დილით პურს როცა მოიტანდნენ, 234 – ე ვიქნებოდი რიგში, ამ დროს კი სახლში მშიერი შვილი მელოდა.
ვერასდროს დავივიწყებ იმ გინებით გაჟღენთილ ხმას, რომელიც ტალღასავით გადაუვლიდა თბილისს, როცა სინათლე ჩაქრებოდა, ვერც იმ ხმას, რომელიც შუქის მოსვლას თან სდევდა.
ვერასდროს დავივიწყებ მწვანე, პატარა “კერასინკას”, რომელიც გათბობის ერთადერთი საშუალებაც იყო, საჭმლის მომზასდებისაც და ტანსაცმლის გაშრობისაც.
ვერასდროს დავივიწყებ გზაზე ჩასაფრებული პოლიციელების ქრთამისთვის გამოწვდილი ხელის “გამართლებას” – სახლში ხომ უნდა მივიტანო რამეო.
ვერასდროს დავივიწყებ ჩოლოქის სამარცხვინო პოსტს, რომელიც აჭარას დანარჩენი საქართველოდან გვყოფდა.
ვერასდროს დავივიწყებ კორუმპირებული ნაბიჭვრები ტელეეკრანებიდან მორალს როგორ გვიკითხავდნენ.
ვერასდროს დავივიწყებ მოსკოვიდან სატელეფონო ზარებით მინისტრებად თუ პრემიერებად როგორ ინიშნებოდნენ.
დიახ კიდევ უამრავ რამეს ვერ დავივიწყებ, მაგრამ უმთავრესი მაინც სხვაა!

დიახ, უმთავრესია, რომ ვერასდროს დავივიწყებ ადამიანს, რომელმაც საქართველო ამ ჭაობიდან ამოიყვანა.
აი, ამიტომ მიშა, აი ამიტომ ვარ მის გვერდით.

და ნურავის გიკვირთ თუ დღეს, როცა ყველა ხედავს, რომ საქართველო იგივე ჭაობისკენ მიექანება, წესიერი ადამიანი ხსნას ისევ მიშაში ხედავდეს!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები