1 8 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბათუმში 15 წლის გოგომ ფილერი გაიკეთა, რის გამოც მისმა ოჯახმა კლინიკას უჩივლა - "ისეთი ლამაზი ტუჩები ჰქონდა, საერთოდ არ სჭირდებოდა"

ბა­თუმ­ში,15 წლის მო­ზარდს მშობ­ლე­ბის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ტუ­ჩის ფი­ლე­რი გა­უ­კე­თეს, რის შემ­დე­გაც პო­ლი­ცი­ას ბავ­შვის ბე­ბი­ამ მი­მარ­თა. ამის შე­სა­ხებ "ბა­თუ­მე­ლე­ბი" წერს.

"ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი 15 წლი­საა. შემ­თხვე­ვით გა­ვი­გეთ, რომ კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რა ჩა­უ­ტა­რე­ბია და ფი­ლე­რი გა­უ­კე­თე­ბია ტუ­ჩებ­ზე. ინ­სტაგ­რა­მის გვერ­დზე ვნა­ხეთ შემ­თხვე­ვით ფო­ტო­ე­ბი და ასე გა­ვი­გეთ ამის შე­სა­ხებ“, - ამ­ბობს მო­ზარ­დის ბე­ბია "ბა­თუ­მე­ლებ­თან“.

ბე­ბი­ას თქმით, მას კლი­ნი­კა­ში გა­ნუ­მარ­ტეს, რომ "არ იცოდ­ნენ, მო­ზარ­დი არას­რულ­წლო­ვა­ნი თუ იყო“.

  • "კლი­ნი­კა­ში მი­ვე­დი და პო­ლი­ცია გა­მო­ვი­ძა­ხე. იმი­ტომ ვუ­ჩივ­ლე, რომ მინ­და სხვა ბავ­შვე­ბიც და­ვიც­ვა ასე­თი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბის­გან. არც ის ვი­ცით, რა წა­მა­ლი გა­უ­კე­თეს, რა ხა­რის­ხის. არც ანა­ლი­ზე­ბი აუ­ღეს, არა­ფე­რი გა­მოჰ­კი­თხეს, ისე ჩა­უ­ტა­რეს პრო­ცე­დუ­რე­ბი“, - ამ­ბობს ბე­ბია.ბავ­შვის დე­დაც ადას­ტუ­რებს, რომ მის შვილს კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი მისი თან­ხმო­ბის გა­რე­შე ჩა­უ­ტა­რეს.

"ისე­თი ლა­მა­ზი ტუ­ჩე­ბი ჰქონ­და, სა­ერ­თოდ არ სჭირ­დე­ბო­და ფი­ლე­რი. ექიმ­საც კი არ ჩა­უ­ტა­რე­ბია პრო­ცე­დუ­რე­ბი, რო­გორც კლი­ნი­კა­ში მი­თხრეს, ექთან­მა გა­უ­კე­თა. რო­გორც ვიცი, ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი ექი­მი უნდა ატა­რებ­დეს მსგავს პრო­ცე­დუ­რებს.

ექი­მი რომ ხარ, ვერ უნდა მიხ­ვდე, რომ ბავ­შვია და მშობ­ლის თან­ხმო­ბაა სა­ჭი­რო? ისე­დაც ხომ ეტყო­ბო­და, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბა“, - ამ­ბობს მო­ზარ­დის დედა "ბა­თუ­მე­ლებ­თან."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები