0 8 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ძლიერი ზრდა, თუმცა დაბალი ინფლაციის პირობებში

 

თიბისი კაპიტალის ყოველთვიური შეჯამება გასული თვის მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ საკითხებსა და ტენდენციებს მიმოიხილავს. თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს, რომ აპრილის 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა თიბისი კაპიტალის მოლოდინებთან შედარებით, უფრო მაღალია, რაც საბაზო სცენარის დაახლოებით 7%-მდე გაზრდის არგუმენტია. ამ ფონზე, პროგნოზთან სრულ შესაბამისობაშია მაისის სამომხმარებლო ფასების ინდექსის ჯამური დინამიკა, რომელიც წლიურად 1.5%-მდე შემცირდა, თუმცა, მომსახურების სფეროში ფასების ყოველთვიური მატება შედარებით მაღალია. ამასთან, აღნიშნული მაინც უფრო ერთჯერადი ფაქტორებით უნდა იყოს გამოწვეული.

 

ლარის კურსის ბოლოდროინდელი მერყეობის კუთხით, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ვალუტების მიხედვით დეპოზიტების ყოველდღიური ინდიკატორების დინამიკა - ეს მაჩვენებელი გაცვლითი კურსის მიმართ სენტიმენტების ცვლილებაზე მიუთითებს, რაც უცხოური ვალუტის დეპოზიტების გაძლიერებულ ზრდაში გამოიხატება.  თუკი დეპოზიტებისა და სესხების მოცულობებს უცხოური ვალუტის შემოდინებებს შევადარებთ, ნათელი გახდება, რომ მათი მცირე ცვლილებაც კი ისეთივე გავლენას ახდენს ლარის კურსზე, როგორიც ექნებოდა ე.წ საგარეო შოკს - მაგალითად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ვარდნას და სხვ. ამასთან, თიბისი კაპიტალის აზრით, ახლა კურსის დამატებით გამყარების მოლოდინების სავარაუდოდ შედარებით ნეიტრალური განწყობებით ჩანაცვლებას უფრო აქვს ადგილი, ვიდრე მნიშვნელოვანი გაუფასურების მოლოდინების ფორმირებას.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საგარეო ფაქტორი, რომელიც შეიძლება ლარის კურსზე ნეგატიურად მოქმედებდეს თურქული ლირის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა. თუმცა, ამ კონტექსტში, თიბისი კაპიტალის ადრინდელი შეფასებებით: ა) სუსტ ლირას გადაცემითი ეფექტი ლარზე მეტწილად მაშინ აქვს, როდესაც დოლარის მიმართ რეგიონის სხვა ვალუტებიც უფასურდება და ბ) ლირის გაუფასურება გავლენას ახდენს საქართველო-თურქეთის ორმხრივ ვაჭრობაზე, თუმცა საქართველოს ჯამურ სავაჭრო ბალანსზე მისი ეფექტი არ იკვეთება, რადგანაც გაიაფებული თურქული იმპორტი, თავისთავად, ინფლაციის გათვალისწინებით, უმეტესწილად სხვა იმპორტულ პროდუქციას უფრო უწევს კონკურენციას ვიდრე ადგილობრივ წარმოებას. ბუნებრივია, აღნიშნული ჯამურად მაკრო დონეზე შეფასებაა და არა იმის მტკიცება, რომ კონკურენტუნარიანობის კუთხით შესაძლო ნეგატიურ ზეგავლენას არცერთ ინდუსტრიაში არ ექნება ადგილი.

 

ლარის კურსთან დაკავშირებით, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს პოზიტიურ მოლოდინებს წმინდა შემოდინებების კუთხით, თუმცა ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან საშუალო გაცვლითი კურსისა (REER) და ინფლაციის მხრივ შეფასება ნეგატიურია. ასევე, თუ სავალუტო ბაზრის მონაწილეთა დიდი უმრავლესობა ლარის სეზონურ მერყეობას მოელის, მაშინ ლარის კურსის სეზონურობას ადგილი აღარ ექნება.

 

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.  

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები