თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
|
თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით, ქართული, მოდერნიზებული დესერტების კომპანია „ფელამუშიტომ“ წარმოება და რეალიზაცია გააფართოვა. კომპანიამ მომხარებელს ინოვაციური პროდუქტი ცხელი, ჩამოსასხმელი ფელამუში შესთავაზა, რომლის აპარატები, მათი ფილიალების გარდა, ქალაქის სხვადასხვა ობიექტებში განთავსდება.
„ფელამუშიტო“ 2022 წლიდან გამოჩნდა ბაზარზე, როგორ ქართული დესერტების გამორჩეული კონცეფციის მქონე ბრენდი, რომელიც მომხმარებლებს ტრადიციული ქართული ნუგბარის - ფელამუშის მოდერნიზებულ ვარიაციებს სთავაზობს. როგორც თავად აცხადებენ, ბრენდის კონცეფცია კულინარიული ექსპერიმენტის შედეგად შეიქმნა და საყვარელი არომატების ხელახალ აღმოჩენას ემსახურება. „ფელამუშიტოს“ ცხელი და ცივი დესერტები ხელმისაწვდომია წლის ნებისმიერ დროს, როგორც კომპანიის ფილიალებში, ისე გამოძახებით.
თიბისი ლიზინგი, როგორც ქართული სტარტაპებისა და წარმოების აქტიური მხარდამჭერი, „ფელამუშიტოსთან“ იდეის გაჩენის დღიდან თანამშრომლობს და უფინანსებს სხვადასხვა აქტივს. მნიშვნელოვანია, რომ დესერტის დამზადებისას კომპანია მხოლოდ მაღალი ხარისხის, ნატურალურ ინგრედიენტებს იყენებს, ასევე, უმეტესობა სახეობა დამატებითი შაქრის გარეშეა, რაც პროდუქტს კიდევ უფრო ჯანსაღს ხდის.
„ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სტარტაპების, მითუმეტეს, ქართული წარმოების მხარდაჭერა, რასაც ვფიქრობთ „ფელამუშიტო“ სრულფასოვნად პასუხობს. სწორედ ამიტომ, პროექტის საწყის ეტაპზევე ჩავერთეთ და მომართვიდან რამდენიმე დღეში დავაფინანსეთ მათი საქმიანობისთვის საჭირო დანადგარები. ვთვლით, რომ ლიზინგი განსაკუთრებით მოქნილი საფინანსო ინსტრუმენტია სტარტაპებისთვის, რომელთაც წარმოებისთვის საჭირო აქტივების დაფინანსებით, რესურსი ბიზნესის განვითარებისთვის უთავისუფლდებათ“ -ანანო ეკალაძე, სერვ წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის უფროსი.
„ფელამუშიტომ“ ცნობადობა მალევე მოიპოვა და რამდენიმე თვეში, სტარტაპი საგრძნობლად გაიზარდა, როგორც გაყიდვების მაჩვენებლით, ასევე ქალაქში ობიექტების რაოდენობით. „ფელამუშიტო“ მომხმარებლებს სთავაზობს ფელამუშის როგორც თბილ, ასევე ცივ დესერტებს. გემოები მუდმივად ახლდება და დღესდღეობით 10-მდე სახეობა ერთიანდება: რქაწითელი, საფერავი, კარამელი, ყავა, გლინტვაინი, ადესა და სხვა.
დღესდღეობით, “ფელამუშიტოს” მიზანია შექმნას მომხმარებელზე ორიენტირებული, მეგობრული გარემო, თანამედროვე ქართული დესერტის ახალი რეცეპტები და ყოველივე ეს საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანოს.
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
თიბისის ტექ გუნდი ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები