საზოგადოება
კოკა მორგოშიას 80 წლის მამიდამ "ალტ-ინფოში" მილიონი ლარი შეიტანა
2023-07-21 20:05:10
პრორუსული ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" შემოსავალი გასულ, 2022 წელს თითქმის 1 მილიონი ლარი იყო. ამ თანხის 99,8% კი მფლობელის შემოწირულებაა.
ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე, სადაც ტელეკომპანიები საკუთარი შემოსავლების შესახებ აქვეყნებენ მონაცემებს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" 50% კოკა მორგოშიას მამიდას, ციალა მორგოშიას ეკუთვნის, დანარჩენი 50% კი ალექსანდრე ქარდავას.
კომენტარები