0 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მერიის საქალაქო სამსახურის უფროსი - სპორტულ ცენტრ „იმედის“ აღსაზრდელების კლინიკებში მოხვედრა სიცრუეა - მწვრთნელს, რომელიც იძახის, რომ ცუდად გახდა, არაერთხელ ჰქონია მსგავსი ფაქტი, ეს ადამიანი ალერგიულია

ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრის ფაქტი სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. მშობლები, რომლებიც ამბობენ, რომ რვა ბავშვი ცუდად გახდა, დაუჯერებელია, რომ მათგან არცერთს სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა არ ჰქონდა, - ამის შესახებ მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც სპორტულ ცენტრ "იმედში" მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.

მისი განმარტებით, საქალაქო სამსახურის დაკვეთით "ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა” და “მულტიტესტმა” ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა , რაც ადასტურებს, რომ აუზში წყლის მდგომარეობა ნორმაშია.

გვილავას თქმით, მწვრთელი, რომელიც ამტკიცებს, რომ ცუდად გახდა, მას არაერთხელ ჰქონია მსგავსი შემთხვევა, რადგან ალერგიულია.

„სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის შემდგომ აღნიშნული ფაქტის მოკვლევა მოხდა. ვიდეო, რომელიც გაავრცელეს მასში ნამდვილად არ ჩანს, ვინმე ქლორს წყალში ყრიდეს იმ დროს, როცა ბავშვები სპორტულ კომპლექსში და საცურაო აუზში არიან. რეალურად, ამ დროს წყლის სინჯის აღება ხდება. ეს ვიდეო ძველია და ზაფხულის დროინდელია. რაც შეეეხება წყლის მდომარეობას, მას შემდგომ სოციალურ ქსელში რაც ეს ამბავი გავრცელდა, სწრაფი ტესტებით იმ დღესვე მოხდა წყლის სინჯების აღება და ყველა მაჩვენებელი ნორმაშია. ჩვენ დავუკვეთეთ სრულყოფილი კვლევა შესაბამის კვლევით ორგანიზაციებს, ეს გახლავთ "ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი” და „მულტიტესტი”, სადაც საუბარია, რომ წყლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობითაც წყალი და მისი ქიმიური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პირველ რიგში, ჩვენ მოვიკვილეთ, რამდენად სწორი იყო ინფორმაცია. არცერთ კლინიკაში ბავშვებს რეგისტრაცია არ გაუვლიათ, არც სასწრაფო- სამედიცინო დახმარებაში ზარი არ ფიქსირდება. რაც შეეხება მწვრთნელს, რომელიც იძახის, რომ ცუდად გახდა, მას არაერთხელ ჰქონია მსგავსი ფაქტი, თავად ეს ადამიანი არის ალერგიული. სამედიცინო წრეებში თუ მოიკითხვთ მიხვდებით, რომ ხშირია ასეთი ადამიანების შემთხვევა, როცა ადამიანი ალერგიულია, მას შეიძლება განუვითარდეს მსგავსი ფაქტი. რაც შეეხება ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრას, ეს ფაქტი სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. მშობლები, რომლებიც ამბობენ, რომ რვა ბავშვი ცუდად გახდა, დაუჯერებელია რომ მათგან არცერთს არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისთვის”,- განაცხადა გვილავამ.

ის ადასტურებს, რომ ბავშვების მშობლებს შეხვდა.

„შეხვედრა შედგა, ვისაუბრეთ, ჩავიწერეთ პრობლემები, დავპირდით, რომ ჩატარდებოდა ლაბორატორიული კვლევები. ასევე სხვა რიგი პრობლემები თუ იყო, დავპირდით, რომ ეს საკითხები მოგვარდებოდა”,- განაცხადა გვილავამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე მშობლის ინფორმაციით, სპორტულ ცენტრ "იმედში" ათობით ბავშვი და 2 მწვრთნელი, სავარაუდოდ, ქლორის გადაჭარბებული რაოდენობით მოიწამლა. მშობლები პასუხისმგებელი პირების გამოვლენას ითხოვენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები