1 4 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რუსული ჯარის დისკრედიტაციის ბრალდებით, მაქსიმ გალკინის წინააღმდეგ რუსეთში გამოძიება დაიწყო

რუსეთის საგამოძიებო სამსახური მაქსიმ გალკინის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს. საქმე ეხება არტისტის მიერ ისრაელში გაკეთებულ განცხადებას, სადაც, როგორც რუსულ საგამოძიებო უწყებაში ამტკიცებენ, იუმორისტმა რუსულ ჯარს შეურაცხყოფა მიაყენა.

შეგახსენებთ, რომ მაქსიმ გალკინმა ოჯახთან ერთად რუსეთი მას შედეგ დატოვა, რაც რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. იუმორისტმა რამდენჯერმე ღიად დაგმო კრემლის აგრესია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო საკუთარ კონცერტზე რუსი პროპაგანდისტები მკაცრად გააკრიტიკა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები