1 4 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თუ ამ ქალბატონს დეპოლარიზაცია უნდა, ის ბერკეტები გამოიყენოს, რომელიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეიწყალოს - ვაშაძე ზურაბიშვილზე

„ძალიან კარგია ის განცხადებები, რომელსაც ქალბატონი ზურაბიშვილკ აკეთებს, მაგრამ იქიდან დავიწყოთ, რომ ამ თანამდებობაზე გაყალბებული არჩევნებით აღმოჩნდა ეს ქალბატონი. სანამ ამ განცხადებებს გააკეთებს კარგი იქნება ეუთოს ის 27 რეკომენდაცია წაიკითხოს, რომელმაც გამანადგურებელი შეფასება მისცა 2018 წლის არჩევნებს და არანაკლები იყო 2020 წლის არჩევნებზე გამოტანილი დასკვნა. ამასთან, თუ ამ ქალბატონს დეპოლარიზაცია უნდა და თუ უნდა, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ერთმანეთს ცივილიზებულად და ევროპულად ელაპარაკებოდეს, ამისათვის ის ბერკეტები გამოიყენოს, რომელიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეიწყალოს, ან სხვა სამართლებრივი გზა მონახოს.

რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, ამაღამ მივფრინავ, ამიტომ ვერავითარ აქციებზე ვერ ვიქნები და მე ჩემი წილი აქციებზე დგომა მოვითავე",- განაცხადა ვაშაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები