1 5 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, აშშ თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს – აშშ-ს საელჩო

რუსული დეზინფორმაცია და აგრესია მეზობლების მიმართ – აშშ-ს საელჩო საქართველოში ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს სადაც აღნიშნავს, რომ დასავლეთის ერთობლივი მხარდაჭერით საქართველო და უკრაინა ფეხზე დგას და „რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს“.

“რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ აბსურდული ტყუილების მრავალჯერ გამეორებით რეალობა შეიცვლება და ისტორიას გადაწერენ.
ფაქტები კი ასეთია:
1991 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში
2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში
2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში
2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში
ამ და სხვა საომარი მოქმედებების დაწყებას რუსეთი აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. მათ თუ დავუჯერებთ, უკრაინაში ომი დაიწყო თავად უკრაინამ, ნატომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს – ებრაელმა ნაცისტებმა.
დასავლეთის ერთობლივი მხარდაჭერით საქართველო და უკრაინა ფეხზე დგას, ინარჩუნებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს. დასავლეთი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა. ” წერს აშშ-ს საელჩო საქართველოში და 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, რუსი სამხედროების მიერ მოპარული უნიტაზის ფოტოს აქვეყნებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები