1 5 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სამინისტრომ ქართული არმიისთვის რუსული სანქცირებული საწვავი შეიძინა!

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ა/წ 8 თებერვალს, საწვავის მიწოდებაზე გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, რომელზეც წინადადების მიღება დაიწყო 6 მარტს და 11 მარტს დასრულდა.

ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო, კერძოდ "პეტროკას ფუელ სერვის ჯორჯიამ’’, რომელიც რუსული სახელმწიფო კომპანია როსნეფტის შვილობილი კომპანიაა.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს წარმოიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია, რომელიც დასავლეთის მხრიდან მკაცრად შეფასდა და რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს სანქციები დაადო.

2022 წლის 1 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს "პეტროკას’’ შორის 887 500 ლარის ღირებულების საწვავის მიწოდებაზე ხელშეკრულება გაფორმდა. საუბარია საავიაციო საწვავზე, რომლის მიწოდებაც 25 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მომხდარიყო.

 ანტიკორუფციულმა მოძრაობამ დეტალურად შევისწავლეთ თავდაცვის სამინისტროსა და რუსული ნავთობპროდუქტის იმპორტიორი, სანქცირებული "როსნეფტის’’ შვილობილი კომპანიის ურთიერთობა და აღმოჩნდა, რომ 2021 წლის განმავლობაში თავდაცვამ ქართული არმიისთვის "პეტროკასისგან’’ შეიძინა რუსული წარმოების, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნავათობპროდუქტი - ბენზინი და დიზელი.
 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ანექსიის შემდეგ ნავთობკომპანია "როსნეფტი’’ დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულია, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი 2015 წელს საქართველოში რეგისტრირებული კომპანია პეტროკას გრუპი და რუსული სანქცირებული სახელმწიფო კომპანია "როსნეფტი’’ გაერთიანებულიყო.

 

  [იხ https://agenda.ge/en/news/2015/364]

ზემოთხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე წლების განმავლობაში საჯარო დაწესებულებებისთვის ევროპული წარმოშობის საწვავის შესყიდვა ხდებოდა. თუმცა ეს დამოკიდებულება ბოლო წლებში შეიცვალა, უშუალოდ თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ ლოგისტიკური უზრუნველყოფა და შესყიდვები გადალაგდა, ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობისას კი ქართული ჯარის მიმწოდებელი საწვავის ნაწილში რუსული სანქცირებული კომპანიის შვილობილი კომპანია პეტროკასი გახდა, რომელიც ქართულ არმიას და ჯავშანტრანსპორტიორებს რუსული წარმოების საწვავს აწვდის.

 

  მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პერიოდში, უშიშროების საბჭომ შეიმუშავა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც არის ფუძემდებლური და სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს და ეროვნულ ინტერესებს, აყალიბებს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას, განსაზღვრავს მის წინაშე არსებულ და მომავალ საფრთხეებს, სადაც რისკებისა და გამოწვევების ნაწილში დაფიქსირებულია რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკი მაღალია.

 

 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია როგორც ფუნდამენტური სახელმძღვანელო დოკუმენტი საკუთარ ვებ-გვერდზე აქვს ატვირთული, თუმცა შეისყიდის რუსეთის, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნავთობპროდუქტებს: ბენზინს, დიზელს და საავიაციო საწვავს, რაც ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის უხეში დარღვევა და ეროვნული ინტერესების ღალატია.

ჩვენი ქვეყნის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ყოველდღიურად მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია.

ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე, შეისყიდის რუსულ სანქცირებულ საწვავს „როსნეფტისგან“.

კვლევის ავტორი: ლაშა ფარულავა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები